ჰარარი (ამჰ. ሐረር) — ქალაქი აღმოსავლეთ ეთიოპიაში. ქვეყნის დედაქალაქ ადის-აბებიდან 500 კილომეტრზე. ჰარარის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 147 306 ადამიანი (2008 წელი). ჰარარი ეთიოპიელი მუსლიმების მთავარი ქალაქია.

ქალაქი
ჰარარი
დროშა

ქვეყანა ეთიოპიის დროშა ეთიოპია
კოორდინატები 9°18′40″ ჩ. გ. 42°07′40″ ა. გ. / 9.31111° ჩ. გ. 42.12778° ა. გ. / 9.31111; 42.12778
ცენტრის სიმაღლე 1885±1 მეტრი
მოსახლეობა 129 000 (2015)[1]
ჰარარი — ეთიოპია
ჰარარი

გეოგრაფია რედაქტირება

ქალაქი მდებარეობს ეთიოპიის მთიანეთის ერთ-ერთი გორაკის თხემზე, ზღვის დონიდან 1885 მეტრზე.

ისტორია რედაქტირება

საუკუნეების განმავლობაში ქალაქი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო ცენტრი იყო. სავაჭრო გზებით დაკავშირებული იყო ეთიოპიის რეგიონებთან, სომალის და არაბეთის ნახევარკუნძულებთან.

ქალაქი ჰარარი თავისი უნიკალური გამაგრებული გალავნის — ჯუგოლის გამო, 2006 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.[2] იუნესკოს მიერ ქალაქი მიჩნეულია ისლამის „მეოთხე წმინდა ქალაქად“. აქ დღესდღეობით არსებობს 82 მეჩეთი, რომელთაგან 3 X საუკუნისაა, ქალაქშივეა 102 სხვადასხვა აკლდამა და ისლამთან დაკავშირებული სიწმინდე.[3][4]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. http://www.citypopulation.de/Ethiopia.html
  2. Harar Jugol, the Fortified Historic Town
  3. Harar Jugol, the Fortified Historic Town English (HTML). World Heritage List. UNESCO World Heritage Centre. ციტატა: „It is considered 'the fourth holy city' of Islam, having been founded by a holy missionary from the Arabic Peninsula.“ ციტირების თარიღი: 6 August 2009.
  4. Five new heritage sites in Africa. BBC (July 13, 2006). ციტატა: „Harar Jugol, seen as the fourth holiest city of Islam, includes 82 mosques, three of which date from the 10th Century, and 102 shrines.“ ციტირების თარიღი: 2006-12-18.
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1189
ინგლ.რუს.ფრ.