ჰამლეტ აბდულლა ოღლუ ისაევი (აზერ. Hamlet Abdulla oğlu İsayev), დ. 1 მარტი, 1948, ქესალო, გარდაბანი) — აზერბაიჯანელი მათემატიკოსი, პოეტი, მეცნიერი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. მან დააარსა ხაზარის უნივერსიტეტი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა 1991-2010 წლებში. ამჟამად ითვლება ხაზარის უნივერსიტეტის დირექტორთა და სამეურვეუ საბჭოს თავმჯდომარედ. ეს თანამდებობა მან დაიკავა 2010 წლის სექტემბერში. ჰამლეტი – დაწყებითი, საშუალო და სრული საშუალო სკოლის - „დუნია“ სკოლის და ერთ-ერთი გამომცემლობის დამფუძნებელია. ამასთანავე, ის თარგმნის ლექსებს და კითხულობს ლექციებს.

ჰამლეტ ისახანლი

ჰამლეტ ისახანლი
მშობლიური სახელი Hamlet Abdulla oğlu İsayev
დაბადების სახელი ჰამლეტ აბდულლა ოღლუ ისაევი
დაბადების თარიღი 1 მარტი, 1948 (1948-03-01) (76 წლის)
ქესალო, გარდაბანი, საქართველო
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა აზერბაიჯანი
საქმიანობა მათემატიკოსი, პოეტი, მეცნიერი
მეუღლე(ები) ნაილა ისაევა

ისახანლი მისი ფსევდონიმია, რომელსაც ის იყენებს თავისი ლექსებისა და ნაწარმოებების გამოქვეყნებისას. მათემატიკის სფეროში დაწერილი ყველა მისი ნაშრომი გამოქვეყნებულია მისავე გვარით – ისაევით. დღესდღეობით, ფართო საზოგადოება მას უფრო მეტად იცნობს, როგორც ჰამლეტ ისახანლის. ჰამლეტის აკადემიური და სალიტერატურო ნაშრომები მოიცავს მრავალ სფეროს, მათ შორისაა მათემატიკა და სხვადასხვა სოციალური თუ ჰუმანიტარული მეცნიერებები, პოეზია და მხატვრული ნაწარმოები.

მისმა კრიტიკულმა ხედვამ ტრანზიტული ეკონომიკის ქვეყნებში საგანმანათლებლო სისტემის რეფორმის საკითხებზე, დიდი ზეგავლენა მოახდინა განმანათლებლების, პოლიტიკოსებისა და ზოგადად საზოგადოების აზროვნებასა და ქმედებებზე. ჰამლეტ ისახანლი არის პატივცემული საზოგადო ინტელექტუალი და კულტურის გამოჩენილი მოღვაწე, რომელიც დიდ როლს თამაშობს საზოგადო აზრის ჩამოყალიბებაზე. მისთვის ყოვლად მიუღებელია დუმილი ისეთ საკითხებზე, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს და წარმოადგენენ რადიკალურ კონსერვატულ ხედვას. ყოველივე ამისთვის ის არის აზერბაიჯანის ერთ-ერთი ცნობადი სახე, და ადგილობრივი და უცხოური გაზეთები, ჟურნალები, ინტერნეტ სააგენტოები და ტელევიზიები ხშირად იღებენ მისგან ინტერვიუს.

ბიოგრაფია რედაქტირება

ჰამლეტის მამა, აბდულლა ისახან ოღლუ ისაევი (1926-1972), იყო მათემატიკის მასწავლებელი საშუალო სკოლაში, ხოლო დედამისი, პერი-ხანუმი – დიასახლისი. ჰამლეტი საჯარო სკოლაში (დაწყებითი, საშუალო, სრული საშუალო), თავის მშობლიურ სოფელში, ქესალოში დადიოდა. მისი სწავლის პერიოდში (1954-1965), საწავლების ძირითადი ენა იქ აზერბაიჯანული იყო, ხოლო მეორე ძირითად ენად რუსულს ასწავლიდნენ. ფრანგულს ჰამლეტი სწავლობდა, როგორც უცხო ენას, ხოლო ქართულს – როგორც საქართველოს ოფიციალურ ენას. 1965 წელს, ისახანლიმ სკოლა წითელი მედლით დაამთავრა.

ჰამლეტის ოჯახის ნაწილი ახლაც ცხოვრობს ამ სოფელში, საქართველოში, ხოლო დანარჩენები, ბაქოში, აზერბაიჯანში არიან. ჰამლეტ ისახანლის ცოლი, ნაილა ისაევა (ქალიშვილობაში ნაილა ასკერლი), დაიბადა გუბაში, აზერბაიჯანში. მან დაამთავრა რუსული ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტი ბაქოში. ასევე მას მიღებული აქვს მუსიკალური განათლება, და ხშირად წერს მუსიკას სიმღერებისთვის. წლების მანძილზე, ის იყო უნივერსიტეტ ხაზარის ქალთა კლუბის თავმჯდომარე, შემდეგ გახდა დუნია სკოლის დირექტორი და ამ თანამდებობაზე 2010 წლის სექტემბრამდე იმუშავა. ამჟამად, ნაილა ხაზარის უნივერსიტეტის დირექტორთა და სამეურვეო საბჭოს მრჩეველია ჰუმანიტარულ საკითხებში.

წყვილს ჰყავს ოთხი ქალიშვილი. უფროსმა ქალიშვილმა, აიგუნმა (1972 წ.) საშუალო სკოლა ოქროს მედლით დაამთავრა. ბაკალავრის ხარისხი მათემატიკაში, ხოლო მაგისტირს ხარისხი – მენეჯმენტსა და ბიზნეს ადმინისტრაციაში აქვს მიღებული. ამჟამად ის ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში, თავის მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად. ისახანლის მეორე ქალიშვილმა, ზეინაბმა (1975 წ.) დაამთავრა საშუალო სკოლა ვერცხლის მედლით და უმაღლესი განათლება მიიღო მედიცინის დარგში, სპეციალობით – დერმატოლოგი. ამჟამად ის ცხოვრობს სტამბოლში, თურქეთში, თავის მეუღლესთან ერთად. მესამე ქალიშვილმა, აიტენმა (1977 წ.) დაამთავრა ასპირანტურა ბიზნეს ადმინისტრაციის განხრით და არის სერტიფიცირებული საჯარო ბუღალტერი. აიტენი აზერბაიჯანის შახმატის ეროვნული ნაკრების წევრი იყო. ამჟამად ის ცხოვრობს და მუშაობს ლონდონში. უმცროსი ქალიშვილი, ულკერი (1985 წ.), არის ფსიქოლოგი და აქვს მაგისტრის ხარისხი შემეცნებით ნეირომეცნიერებაში. ულკერი მუშაობს უნივერსიტეტ ხაზარში და არის “ფსიქოლოგიური დამხარებისა და ფსიქოთერაპიის” ცენტრის დირექტორი.

 
ჰამლეტ ისახანლი

მათემატიკა რედაქტირება

ჰამლეტ ისახანლიმ დაასრულა საშუალო სრული განათლება ოქროს მედლით და 1965 წელს მიღებულ იქნა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) მექანიკისა და მათემატიკის ფაკულტეტზე. 1970 წელს მან წარჩინებით დაამთავრა ბსუ და იმავე წელს მიღებულ იქნა ასპირანტურაში აზერბაიჯანის მეცნიერაბათა აკადემიის მათემატიკისა და მექანიკის ინსტიტუტში. იქიდან, ჰამლეტი გააგზავნეს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდგომი სწავლისა და კვლევებისათვის. 1073 წელს, მან დაიცვა დისერტაცია და მიიღო მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი ფიზიკა-მათემატიკაში. 1973-1983 წლებში, ის აწარმოებდა მათემატიკურ კვლევებს მოსკოვისა და ბაქოს სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში. ამ პერიოდში ის ასევე კითხულობდა ლექციებს და შემდგომში გახდა აზერბაიჯანის ნავთობისა და ქიმიის სახელმწიფო ინსტიტუტის პროფესორი. ის ასევე სათავეში ჩაუდგა ლენინგრადის ეკონომიკისა და ფინანსების ინსტიტუტის ბაქოს ფილიალის მათემატიკის კათედრას. [1] ისახანლის სტატიები იბეჭდებოდა საბჭოთა კავშირის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და გერმანიის წამყვან აკადემიურ გამომცემლობებში. ყოველივე ამან მოუტანა მას საერთაშორისო აღიარება სამეცნიერო წრეებში. 1983 წელს ისახანლიმ დაიცვა მისი მეორე სადოქტორო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკაში და მოგვიანებით დაჯილდოებულ იქნა საბჭოთა უმაღლესი ატესტაციის კომიტეტის პროფესორის წოდებით.[2][3] ჰამლეტ ისახანლიმ ჩაატარა მრავალი კვლევა მათემატიკისა და გამოყენებითი მეცნიერებების სხვადასხვა სფეროში. მას იცნობენ, როგორც “მრავალპარამეტრული სპექტრალური თეორიის” ერთ-ერთ დამფუძნებელს. ის იყო პირველი საბჭოთა მათემატიკოსი, რომელმაც ჩაატარა კვლევები ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიცაა მათემატიკური ფიზიკა. ჰამლეტ ისაევი არ იყო მოსკოვის მათემატიკური სკოლის უბრალო წარმომადგენელი, მისი ცოდნა და მიღწევები თავის ასახვას პოულობენ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და კანადის სამეცნიერო სკოლებშიც. საბჭოთა კავშირის “რკინის ფარდის” პერიოდში, უამრავი სირთულის მიუხედავად, მან შეძლო დასავლეთის ნახვა, როგორც მოწვეულმა პროფესორმა. ევროპის, ამერიკისა და აზიის უამრავი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, აკადემია და უნივერსიტეტი ეპატიჟებოდა მას თავისთან ლექციების წასაკითხად, ერთობლივი კვლევების ჩასატარებლად და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად. ის კი, თავის მხრივ, იწვევდა უცხოელ სპეციალისტებს მოსკოვსა და ბაქოში ლექციების წასაკითხად და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის შემდგომი ურთიერთობების გასაღრმავებლად. ასეთი გზით, მან მოახერხა საბჭოთა პერიოდში საერთაშორისო აკადემიური ქსელის ჩამოყალიბება. Babayev, M.B. (2007). "Isayev (Isaxanli) Hamlet Abdulla (in English and Russian) in "Azerbaijani Mathematicians - XX Century"". Oka Ofset, Baku. </ref>

კვლევები სოციალურსა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, მხატვრული ნაწარმოები რედაქტირება

ჰამლეტ ისახანლიმ ჩაატარა მრავალი მნიშვნელოვანი კვლევა, დაწერა ასობით საინტერესო სტატია, მონოგრაფია, და სახელმძღვანელოები: ისტორიის ფილოსოფიაში; მეცნიერების ისტორიაში; განათლებასა და კულტურაში; განათლების პოლიტიკაში; თარგმანის თეორიასა და ისტორიაში; ენასა და ლიტერატურაში; და მრავალ სხვა სფეროში.[4] ჰამლეტ ისახანლის წიგნი “ხაზარის ძიებაში”, ძალიან პოპულარულია აზერბაიჯანსა და საერთაშორისო საზოგადოებაში. მისი წერის საკმაოდ საინტერესო სტილი და იმ დროინდელ მოვლენათა კარგად არგუმენტირებული და დოკუმენტირებული ანალიზი, ამ წიგნს მეტად საინტერესოდ წასაკითხს ხდის. “მოვლენათა რეალობამ, რომელიც ასოცირებულია უნივერსიტეტ ხაზარის დაასარსებასა და განვითარებასთან, ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მე ვეცადე იმ დროის მოვლენები სრულად და გულწრფელად გადმომეცა თქვენთვის,” – ამბობს ავტორი თავისი წიგნის წინასიტყვაობაში.[5] მისი კვლევები და ნაშრომები თარგმანის პრობლემატიკაზე, ენის პოლიტიკასა და ლექსიკონოგრაფიაზე, პატივისცემის ღირსია. ჰამლეტ ისახანლი, ექვს-ტომიანი “ხაზარის ინგლისურ-აზერბიაჯანული სრული ლექსიკონის” ერთ-ერთი ავტორი და თანა-რედაქტორია. ნაშრომი უახლოვდება თავის დასასრულს, პირველი სამი ტომი უკვე გამოცემულია და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ის აზერბაიჯანული კულტურის ერთ-ერთი სერიოზული მიღწევაა.[6][7][8][9][10][11][12][13][14][15][16][17][18][19][20]

 
ჰამლეტ ისახანლი

პოეზია რედაქტირება

ყოველივე ზემოთ აღნიშნულთან ერთად, ჰამლეტ ისახანლი ახორციელებს ლექსთა თარგმანს ინგლისური, რუსული და ფრანგული ენიდან აზერბაიჯანულ ენაზე.[21][22][23][24][25][26][27][28] განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ჯორჯ გორდონ ბაირონის, უილიამ ბლეიკის, რობერტ ჰერიკის, ჟერარ დე ნერვალის, ვასილი ჯუკოვსკის, ევგენი ბარატინსკის, თეოდორ ტიუტჩევის, აფანასი ფეტის, სერგეი ესენინის, ნიკოლაი გუმილიოვის, ანა ახმატოვას და ალა ახუნდოვას ლექსების თარგმანი. ჰამლეტს გამოცემული აქვს საკუთარ ლექსთა ნაკრებებიც.[29][30]

რეფორმები განათლების სფეროში რედაქტირება

კვლევებისა და საზღვარგარეთ ლექციების წაკითხვის გარდა, საბჭოთა კავშირის პერიოდში, ჰამლეტ ისახანლი ასევე იყო დაინტერესებული დასავლეთის განათლების სისტემის სხვადასხვა ასპექტების შეცნობით. 80-იან წლებში, ისახანლიმ სცადა აეხსნა მთავრობისთვის და საზოგადოებისთვის, საბჭოთა და კერძოდ, აზერბაიჯანის უმაღლესი განათლების სისტემის კრიზისის გამომწვევი მიზეზები. მან მკაფიოდ აჩვენა ის გზები, რომლითაც შესაძლებელი იყო ამ კრიზისის დაძლევა და მოუწოდა მთავრობას სერიოზული რეფორმებისკენ. ეს მოწოდება გაჟღერებული იყო მის სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა აზერბაიჯანულ და რუსულ გაზეთებში და ასევე მის გამოსვლაში რადიოსა და ტელევიზიაში.[31][32] მისი ინოვაციური იდეები განხორციელდა იმ დროს, როცა ქვეყანა გადიოდა ურთულეს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის და ომის პერიოდს! ჰამლეტ ისახანლიმ ითამაშა უმნიშვნელოვანესი როლი განათლების სფეროს განვითარებაში. ერთი მხრივ მას ესმოდა განათლების სისტემის ეტაპობრივი რეფორმირების აუცილებლობა, ხოლო მეორე მხრივ, ის ხაზს უსვამდა ახალი ტიპის უმაღლესი სასწავლებლების ჩამოყალიბების აუცილებლობას, სადაც ძირითადი აქცენტი იქნებოდა გაკეთებული განათლებასა და ინოვაციებზე, სტუდენტზე ორიენტირებულ ინტერაქტიულ სისტემაზე, დასავლური ტიპის განათლების სისტემაზე, და ა.შ. ასეთი ტიპის უმაღლესი განათლების სასწავლებლები დიდ როლს ითამაშებდნენ არა მხოლოდ განათლებისა და კვლევის სფეროში, არამედ მთლიანი საზოგადოების ცნობიერებისა და დემოკრატიის დონის ამაღლებაში.

უნივერსიტეტი ხაზარი (დაფუძნება და პრინციპები) რედაქტირება

ვინაიდან ჰამლეტ ისახანლის უკვე ჰქონდა ხედვა განათლების სისტემის რეფორმირებაზე, მან გადაწყვიტა თავად ჩამოეყალიბებინა უნივერსიტეტი, რითაც თავის წვლილს შეიტანდა საკუთარი იდეების განხორციელბაში. ასეთი ქმედების შედეგად, გამოიცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის (საბჭოს) რეზოლუცია (1991 წლის 18 მარტს), რომლის ძალითაც შეიქმნა უნივერსიტეტი ხაზარი (იმ დროს მას ერქვა ინგლისური ენის აზერბაიჯანის უნივერსიტეტი). თავდაპირველად უნივერსიტეტმა დაიწყო თავისი ფუნქციონირება 19 სტუდენტით და 7 ლექტორით. ის იყო პირველი კერძო უნივერსიტეტი აზერბაიჯანში და ერთ-ერთი პირველთაგანი მთელს პოსტ-საბჭოთა სივრცეში.[4][33] უნივერსიტეტის დაარსებით, ისახანლიმ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო: ქვეყანაში, სადაც კორუფცია ყვავის, მათ შორის განათლების სისტემაშიც, უმნიშვნელოვანესია მაღალი დონის უმაღლესი განათლების სასწავლებლის ჩამოყალიბება. ამის შედეგად, ჰამლეტ ისახანლი გახდა ცნობილი არა მხოლოდ როგორც თეორეტიკოსი, არამედ განათლების სისტემის პრაქტიკოსიც, რომელმაც დანერგა განათლებაში მართვის თანამედროვე მეთოდები, ჩამოაყალიბა ეფექტიანი საერთაშორისო ურთიერთობები, დაიქირავა ადგილობრივი და უცხოელი პროფესიონალი ლექტორები, დაიწყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ განათლების სფეროში, და ზოგადად რომ ვთქვათ, ზუსტად ასეთი მიდგომის წყალობით, უნივერსიტეტი ხაზარი გახდა ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონშიც.[34][35] ხაზარში სწავლების ძირითადი ენა ინგლისურია, რაც სწავლების პერიოდში სტუდენტებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ დასავლეთში გამოცემული კვლევები და სახელმძღვანელოები. მათ ასევე უფრო მეტი საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრმაებში, მოწვეული პროფესორები არ ხვდებიან ენობრივი ბარიერის პრობლემას, და ასეთი მიდგომით, ფართო გზა ეხსნება ყოველივე ინოვაციურ იდეას. ჰამლეტ ისახანლის და მისი უნივერსიტეტის ინოვაციურმა იდეებმა დიდი როლი ითამაშეს ორ-დონიანი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) განათლების სისტემის შემოღების საქმეში. ხაზარი იყო პირველი უნივერსიტეტი, სადაც შემოიღეს დასავლური ტიპის შეფასების სისტემა და სწავლების მეთოდოლოგია. ჰამლეტი იყო ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იმისა, რომ აზერბაიჯანი მიერთებოდა ბოლონიის პროცესს 2005 წელს.

 
ჰამლეტ ისახანლი

დუნია სკოლა (დაფუძნება) რედაქტირება

1998 წელს, უნივერსიტეტ ხაზარის ბაზაზე ჰამლეტ ისახანლიმ დააფუძნა დუნია სკოლა. სკოლაში ფუნქციონირებს დაწყებითი, საშუალო და სრული საშუალო სწავლების დონეები. “დუნია” ითვლება ერთ-ერთ წარმატებულ სკოლად და მისი მოსწავლეები განათლებას იღებენ ორ (აზერბაიაჯანულ და ინგლისურ) ენაზე.[36] 2009 წლის 16 იანვარს, საერთაშორისო საბაკალავრო ორგანიზაციისგან აკრედიტაციის მიღების გზით, დუნია სკოლამ მიიღო საერთაშორისო სტატუსი. შესაბამისად, როგორც საერთაშორისო საბაკალავრო სერტიფიკატის მფლობელი, ბოლო ორი წლის განმავლობაში, სკოლა თავის მოსწავლეებს ასწავლის საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის მიხედვით.[37] ჰამლეტ ისახანლიმ არა მხოლოდ შეასხა ხორცი თავის იდეებს უმაღლესი განათლების სისტემის სფეროში, არამედ ის ცდილობს ჩამოაყალიბოს თანამედროვე უნივერსიტეტამდელი სწავლების სისტემაც.

 
ჰამლეტ ისახანლი

საზოგადო მოღვაწეობა და ხელმძღვანელი თანამდებობები რედაქტირება

ჰამლეტ ისახანლიში გაერთიანებულია მათემატიკოსი და ბუნებრივ მეცნიერებათა მცოდნე, თუმცა მიცი ცოდნა ასევე ვრცელდება ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებზეც. ის აღიარებულია საერთაშორისო სამეცნიერო საზოგაოდების მიერ, როგორც ცნობილი მეცნიერი, ლიდერი, და საზოგადო მოღვაწე. ჰამლეტ ისახანლი არის მრავალი საერთაშორისო ქსელის, ასოციაციების, აკადემიების და საბჭოების წევრი. ის ასევე აქტიურად მონაწილეობს და თვითონ უდგება სათავეში მრავალ საერთაშორისო პროექტს და კონფერენციებს სხვადასხვა ქვეყნებსა და კონტინენტებზე. მან წაიკითხა პლენარული ლექციები UNESCO–ს NATO–ს, UNDP–ს, და ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციებზე. ჰამლეტი დაჯილდოებული იყო კვლევების, განათლებისა და კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისთვის. როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული განათლების კომისიის წევრი, ჰამლეტ ისახანლი აქტიურად მონაწილეობს განათლების, კვლევისა და განვითარების სფეროში რეფორმების მომზადებასა და რეალიზაციაში. ხელოვნებისა და მეცნიერების საბჭო (Azerbaijani: Elm və Sənət Məclisi), რომელიც დაარსებულ იქნა ჰამლეტ ისახანლის მიერ, გარდაიქმნა ინტელექტუალურ ცენტრად, სადაც მეცნიერებს, ხელოვნების სხავდასხვა სფეროს წარმომადგენლებსა და უბრალოდ ნიჭიერ ახალგაზრდობას შეუძლიათ ერთად შეკრება და საუბარი მეცნიერებისა და ხელოვნების სახვადასხვა საკითხებზე.

ოჯახი რედაქტირება

ჰამლეტ სახანლი ცნობილი ჰაჯიბაირამლის ოჯახის წევრია. მისი ბაბუა, ისახან ჰაჯიბაირამლი (1897-1930), ცნობილი მეამბოხე იყო. კოლექტივიზაციის პერიოდში (1920-იან 1930-იან წლებში), საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მან შეიარაღებული აჯანყება მოაწყო. ამ აჯანყებამ მოიცვა საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიები. ბეჭდური წყაროებიდან და არქივებიდან ცნობილი ხდება, რომ სტალინი და ბერია შეშფოთებულები იყვნენ ისახანის მოძრაობით და მის წინააღმდეგ გამოიყენეს უშიშროების ქსელი და ჯარი. მისი სახელი დღესაც ცოცხლობს ძველი თაობის მეხსიერებაში და მისი დაბადების 100 წლისთავი აღინიშნა საქართველოშიც და აზერბაიჯანშიც. ჰამლეტის ბებია, ზეინაბი, თავის შვილებთან ერთად გაძევებულ იქნა თავისი სამშობლოდან და ორი წლის განმავლობაში ისინი ყაზახეთსა და ყირღიზეთში ცხოვრობდნენ.

ჯილდოები რედაქტირება

1965 – ოქროს მედალი სრული საშუალო სკოლის წარჩინებით დასრულებისთვის, საქართველო 1970 – წითელი დიპლომი მათემატიკაში, აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაქო 1994 – “იუსიფ მამედალიევის” პრემიის ლაურეატი, განათლებასა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის, ბაქო, აზერბაიჯანი 2004 – “ოქროს კალამის” პრემიის ლაურეატი, პოეზიასა და მხატვრულ წერაში შეტანილი წვლილისთვის, ბაქო, აზერბაიჯანი 2005 – “სამად ვურღუნის” პრემიის ლაურეატი, განათლების, მეცნიერების, აზერბაიჯანის კულტურასა და ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის, ბაქო, აზერბაიჯანი 2008 – ევროუნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ტალინი, ესტონეთი 2010 – “ჯაფარ ჯაბარლის” პრემიის ლაურეატი, კლასიკური და თანამედროვე აზერბაიჯანული პოეზიის პოპულარიზაციისთვის 2010 – ეროვნული პრემიის “ხაზარის” ლაურეატი, აზერბაიჯანული განათლების სფეროში შეტანილი წვლილისა და ეროვნული ინტერესების თანმხვედრი უნივერსიტეტის ჩამოყალიბებისთვის.

აღიარება და წევრობა რედაქტირება

კვლევითი ნაშრომები შეტანილ იქნა საბჭოთა კავშირის ყველაზე გამოჩენილი კვლევების სიაში, რომელიც იბეჭდებოდა ყოველწლიურად ეროვნული (საბჭოთა) მეცნიერებათა აკადემიის მიერ, მოსკოვი (1976 – 1983). სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციების წევრი და/ან თავმჯდომარე, მრავალი კვლევითი და განათლების სფეროს პროექტების დირექტორი (1979 – დღემდე) კათედრის გამგე, მათემატიკის დეპარტამენტი, ლენინგრადის ეკონომიკისა და ფინანსების ინსტიტუტის ბაქოს ფილიალი (1988 – 1990) უნივერსიტეტ ხაზარის დამფუძნებელი, ბაქო, აზერბაიჯანი (1991) უნივერსიტეტ ხაზარის პრეზიდენტი, ბაქო, აზერბაიჯანი (1991 – 2010 სექტემბერი) ჟურნალ “აზერბაიჯანის კვლევების” რედაქტორი (2011 წლიდან ხაზარის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ჟურნალი) (1995 – დღემდე) ჟურნალ “ხაზარის ახალი ამბების” რედაქტორი (1995 – დღემდე) პრეზიდენტთან დაარსებული აზერბაიჯანის უნივერსიტეტების საბჭოს თანათავმჯდომარე (1996 – დღემდე) კავკასიის ევრაზიის ფონდის საბჭოს წევრი, თბილისი, საქართველო (1997 – 1999) ინსტიტუტი ღია საზოგადოება, საბჭოს წევრი, ბაქო, აზერბაიჯანი (1998 – 2002) აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციათა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი (2000 – 2007) აზერბაიჯანის კერძო უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი (2001 – დღემდე) საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემიის წევრი – სამეცნიერო განვითარების საერთაშორისო საბჭო (2001) პედაგოგიურ და სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი, მოსკოვი, რუსეთი (2005) ზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებული განათლების ეროვნული საბჭოს წევრი (2005) ხელოვნებისა და მეცნიერების საბჭოს თავმჯდომარე, ბაქო აზერბაიჯანი (2006 – დღემდე) ევრაზიის უნივერსიტეტთა კავშირის (EURAS) ვიცე პრეზიდენტი (2008 – დღემდე) ყარაბაღის ფონდის თანადამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი, აშშ, http://www.karabaghfoundation.org[მკვდარი ბმული] (2010) უნივერსიტეტ ხაზარის დირექტორთა და მეურვეთა საბჭოს თავმჯდომარე, ბაქო, აზერბაიჯანი (2010).

ჰამლეტ ისახანლის შესახებ რედაქტირება

ჰამლეტ ისახანლის მრავალმხრივი საქმიანობა ფართოდ არის წარმოდგენილი სხვადასხვა მეცნიერთა, მწერალთა, თუ ხელოვანთა ლიტერატურულ ნაწარმოებში, პუბლიცისტიკაში, სამეცნიერო ნაშრომებში, წიგნებსა და ხელოვნების ნიმუშებში. მისი ცხოვრება და საქმიანობა დეტალურად არის აღწერილი ფუად ტანრივერდიევის წიგნში “მეცნიერისა და დამფუძნებლის ცხოვრების გზა”, რომელიც გამოიცა 1997 წელს. კნიაზ ასლანისა და ვაჰიდ ომარლის 2005 წელს გამოცემული წიგნი, “რა მოვიტანე მე ამ სამყაროში”, მიეძღვან ჰამლეტ ისახანლის აკადემიურ და შემეცნებით ნამუშევრებს, საზოგადო ცხოვრებას და სამუშაოს, და ასევე მოიცავ სხვადასხვა ქვეყნების ცნობილი აკადემიკოსების, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეთა გამონათქვამებს ისახანლის შესახებ. მრავალმა მეცნიერმა, მწერალმა, პოეტმა და ჟურნალისტმა არა მარტო აზერბაიჯანიდან, არამეტ აშშ-დან, კანადიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, საქართველოდან, ირანიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, ესტონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, დაწერეს უამრავი ნაშრომი ჰამლეტ ისახანლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. ისეთმა ცნობილმა პოეტებმა, როგორებიც არიან: ნარიმან ჰასაზადე, ჰუსეინ კურდოღლუ, მუზაფარ შუქური, შაჰინ ფაზილი, და სხვები, სპეციალური პოემები მიუძღვნეს ჰამლეტ ისახანლის პერსონას. აზერბაიჯანელმა მწერლებმა: ჯამალ მუსტაფაევმა, მანაფ სულეიმანოვმა, მევლუდ სულეიმანლიმ, მირაბბას გასიმოვმა, ვიდადი ბაბანლიმ, ზელიმხან იაგუბმა, ვაგიფ იუსიფლიმ, ალირზა ხალაფლიმ, კამრან ნაზირლიმ, ხალილ მაჯიდოღლუმ, აიდინ ხანმა, თამილა ალიევამ, მარიფე ჰაჯიევამ და მრავალმა სხვამ თავის ნაშრომებში ასახეს ისახანლის ლიტერატურული და აკადემიური საქმიანობები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. (1994) Hamlet Isayev (Issakhanly) in "Who's Who in the Former Soviet Union". Surrey, England: Debrett's Peerage, Ltd.. 
  2. Nagiyev R. "Formula of Vengeance (in Azeri)" Kommunist newspaper, 1987, July 2; p.6
  3. Odinets V. "At the Universities of Canada (in Russian" Sovetskiy Ekonomist newspaper, 1989, January 27; p.4.
  4. 4.0 4.1 Isaxanli, Hamlet (2006). "In Search of Khazar" (in English, Azerbaijani and Russian). Khazar University Press. 
  5. Isaxanli, Hamlet (2005). რედ. Hamlet Isaxanli: "Translating Poetry and Cross-cultural Communication. In search of beauty and harmony within limited borders" in "Poetry in Translation.1st Collection". Khazar University Press. 
  6. Isaxanli, Hamlet (2/2005). რედ. Salim Babullaoghlu: "Translating Poetry and Cross-cultural Communication. In search of beauty and harmony within limited borders" in "World Literature" (in Azerbaijani). YURD. 
  7. Isaxanli, Hamlet; T.Abaskuliyev, K.Qasimov, N.Mikail-zadeh, N.Mammadova (2004-2008). Khazar English-Azerbaijani Comprehensive Dictionary in 6 volumes. Baku: Khazar University Press. 
  8. Isaxanli, Hamlet; Elza Ismayilova and Firangiz Nasirova (1997). The Azerbaijani language. Azərbaycan dili. Baku: Khazar University Press. 
  9. Isaxanli, Hamlet (2006). "In Search of Khazar" (in English, Azerbaijani and Russian). Baku: Khazar University Press. 
  10. Isaxanli, Hamlet (2006). On the Education System in Transition Economy. A View From Azerbaijan. Baku: Khazar University Press. 
  11. Isaxanli, Hamlet (2008). What is Happening in the Modern World in the Field of Higher Education and How "The State Program to Reform the Higher Education System of the Azerbaijan Republic for the period of 2008-2012" May Best be Carried Out? (in Azeri). Baku: Khazar University Press. 
  12. (2001, April 25) რედ. Emily Van Buskirk: Current Trends in Education in Azerbaijan - A discussion with Professor Hamlet Isaxanli. Caspian Studies Program, Harvard University. 
  13. Hamlet Isakhanli, Val D. Rust, Afgan Abdullayev, Marufa Madatova, Inna Grudskaya, Younes Vahdati "Minority Education Policy in Azerbaijan and Iran" in Journal of Azerbaijani Studies, 2002, Vol. 5, No 3–4, pp. 3–78
  14. Hamlet Isaxanli "Fragments From the History of Thought and Education" (in Azeri)in "Khazar View", 1998-1999, No 57-64, Khazar University Press
  15. Isaxanli, Hamlet (2008). რედ. Hamlet Isaxanli: "Hamlet Isaxanli - Assembly of Science and Art. 1-10"(in Azerbaijani). Baku: Khazar University Press. 
  16. Hamlet Isaxanli, Anar Ahmadov "Azerbaijani Perspectives on the United States" in "Global Perspectives on the United States: a Nation by Nation Survey". Vol. 1, Great Barrington: Berkshire Publishing Group, 2007, pp. 31-33
  17. "Negotiations on Nagorno-Karabagh: where do we go from here?" Summary and transcript from a Panel Discussion (with Hamlet Isaxanli and others) held on April 23, 2001. Caspian Studies Program, John F. Kennedy School of Government, Harvard University
  18. Hamlet Isaxanli "Thoughts on the National Liberation Movement" (in Azeri) in "Ulduz" journal , January, 1991, pp. 74-79
  19. Hamlet Isaxanli "The Social and Political Context of Sovietization and Collectivization Period in the Central Transcaucasia and Isakhan Revolt" (in Azeri) in Proceedings of the Conference “Socio-political Thought of the XX century”. Baku, May 12, 1996, pp. 1-16. Khazar University Press. See also "Gurcustan" newspaper, Tbilisi, 1996, No 34-42. See also "Xalq" newspaper, Baku, 1996, No 148-150.
  20. Hamlet Isaxanli, Solmaz Rustamova-Tohidi "Soviet Period Study of the Journal of “Molla Nasraddin” (in Azeri), 2002, Vol. 5, No 1-2, pp. 63–82
  21. "hisaxanli.org"
  22. Mustafayev C. Poetry Gets Mingled with Intellect (A foreword to Hamlet Isaxanli’s book “Contrasts”) (in Azeri), Khazar University Press, 2001. pp.11-22
  23. Suleymanli Movlud. Inner Expression of the Great Word (in Azeri). 525 newspaper, 2002, September 3, p. 7
  24. Suleymanli Movlud. Hemistichs Taking Reader Together: While Reading the Book “Contrasts” by Hamlet Isaxanli (in Azeri). Khazar View, 2002, September 15 (No 129), pp. 6-9
  25. Lyudmila Lavrova "An invitation to wander" (in Russian). Preface to the book "Contrasts", collection of poems by Hamlet Isaxanli, translated from Azerbaijani into Russian by Alla Akhundova, Izograf, Moscow, 2006)
  26. Metin Turan. New Azerbaijani Poetry and Hamlet Isaxanli (in Turkish) // LİTTERA. Edebiyat Yazıları. Ankara, 2004. v.14, pp. 163-168. See also (in Azeri), 525 newspaper, 2005, June 28, p. 7
  27. Nazirli K. Poetic World of the Well-known Scholar (On Hamlet Isaxanli’s Book “Contrasts” (in Azeri), Khazar View, 2003, No 152, pp. 14-15
  28. Nazirli K. Hamlet Isaxanli’s Sensitive Poetry (in Azeri), Khazar View, 2005, November 1 (No 196), pp. 21-23. See also 525 newspaper, 2005, October 12, p. 7
  29. (2005) რედ. Hamlet Isaxanli: "Poetry in Translation.1st Collection" by the team of authors-translators including Hamlet Isaxanli. Khazar University Press. 
  30. Isaxanli, Hamlet (2001). ""Təzadlar" (Contrasts)(in Azeri). Khazar University Press. 
  31. Hamlet Isaxanli. The Character of Education should be Universal (in Azeri). Kommunist newspaper, Baku, May 1991
  32. Hamlet isaxanli. To Reform an Education (in Russian). Bakinskiy Rabochiy newspaper, 1991, January 25
  33. Welcome to Khazar University.
  34. Johnson, Mark S; Markkanen Tapio, Hochgerner Josef, Kamensky Helene (2005). "Salzburg Seminar Visiting Advisors Program. Summary Report of the Visit to Khazar University, Baku,Azerbaijan. April 25–30, 2006" in "On Education System in Transition Economy. A view from Azerbaijan" by Hamlet Isaxanli. Khazar University Press. 
  35. Maggiory, David (2005). "Using Distance Learning Methods For Petroleum Industry Technical Training in Baku, Azerbaijan, 2004" in "On Education System in Transition Economy. A view from Azerbaijan" by Hamlet Isaxanli. Khazar University Press. 
  36. Dunya School. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-14. ციტირების თარიღი: 2012-04-20.
  37. International Baccalaurate Organization.