ჰამაგუჩი ოსაჩი

(გადამისამართდა გვერდიდან ჰამაგუტი ოსატი)

ჰამაგუჩი ოსაჩი (濱口 雄幸; დ.1 აპრილი, 1870, კოჩის პრეფექტურა ― გ. 26 ივლისი, 1931, ტოკიო) — იაპონიის პოლიტიკური მოღვაწე. 1924–1926 წლებში ფინანსთა მინისტრი, 1927 შინაგან საქმეთა მინისტრი. მინსეიტოს პარტიის შექმნის შემდეგ (1927) მის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1929–1930 და 1931 წლებში იყო პრემიერ-მინისტრი. ჰამაგუტის კაბინეტი მსოფლიო ეკონომიური კრიზისის დროს (1929–1933) მხარს უჭერდა მონოპოლიებს, იერიში მიჰქონდა მშრომელთა უფლებებზე და აფართოებდა სამხედრო წარმოებას "მრეწველობის რაციონალიზაციის" გზით. 1930 წელს ნოემბერში ტერორისტმა მძიმედ დაჭრა.

ჰამაგუტი ოსატი

ლიტერატურა რედაქტირება