ჰაკაახალ ზელანდიელი მაორების ტრადიციული საბრძოლო ცეკვა. ეს არის ჯგუფური ცეკვა, რიტმული ყვირილის ფონზე შესრულებული ენერგიული მოძრაობებითა და პოზირებით. ჰაკას შემსრულებლებს ეწოდებათ კაპა ჰაკა (კაპა მაორის ენაზე ნიშნავს რიგს). სიტყვა ჰაკა-ს აქვს პოლინეზიური ფუძე, და აღნიშნავს 'სიმღერის ფონზე ცეკვას'. ზოგ ენაში მას განსხვავებული მნიშვნელობა აქვს, მაგალითად ტიკოპიაზე ეწოდება საკა და ნიშნავს 'გარკვეულ სარიტუალო მოქმედებას'. ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ჰაკას ასრულებს თამაშის წინ, რამაც ეს ცეკვა გახადა ცნობადი.

მაორის ტრადიციული ცეკვა. 1845 წელი.

მითოლოგია რედაქტირება

 
მაორების მოცეკვავეთა ჯგუფის წარმოდგენა.

მაორის მითოლოგიის თანახმად მზის ღმერთ ტამა-ნუი-ტე-რას ჰქონდა ორი: ზაფხულის ჰინე-რაუმატი და ზამთრის ჰინე-ტაკურუა სახე. ჰაკა გამოსახავს ჰინე-რაუმატის გამოსვლას.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. A. H. McLintock, ed. (1966). „Haka“. An Encyclopaedia of New Zealand. ციტირების თარიღი: 2009-04-26.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჰაკა&oldid=2410606“-დან