ჰაინრიხ მიულერი (გერმ. Heinrich Müller) (დ. 28 მაისი, 1900, მიუნხენი, გერმანია — გ. უცნობია, 1945 წლის მაისიდან ითვლება დაკარგულად) — გერმანელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, გესტაპოს შეფი 1939 - 1945 წლებში.

ჰაინრიხ მიულერი (ხელმარჯვნივ)

ბიოგრაფია რედაქტირება

მიულერი დაიბადა მიუნხენში (ბავარია), ჟანდარმერიის მოხელის კათოლიკურ ოჯახში. საშუალო განათლების მიღების შემდეგ სწავლა განაგრძო საავიაციო-საინჟინრო სასწავლებელში. 1917 წელს იგი მოხალისედ წავიდა პირველ მსოფლიო ომში. 1919 წელს მიულერი სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს უნტეროფიცრის წოდებით. ომის შემდგომ პრაქტიკას გადიოდა მინხენის პოლიიცის განყოფილებაში და 1929 წელს იგი პოლიტიკური პოლიციის მდივნად ინიშნება. მის დანიშნულებაში შედის კომუნისტური ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლა. 1934 წელს მიულერი სს-ის წევრი გახდა და გადაყვანილ იქნა ბერლინში საიდუმლო პოლიციის განყოფილებაში სამუშაოდ.

1936 წელს მიულერი დაინიშნა რაიხის უშიშროების პოლიციის მთავარი სამმართველოს პოლიტიკური პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილედ. 1939 წლიდან იგი გადაიყვანეს ებრაელთა გასახლების საქმეთა მმართველის თანამდებობაზე. იმავე წლის ოქტომბერში მიულერი დაინიშნა რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველოს (RSHA) IV განყოფილების (საიდუმლო პოლიცია) შეფად და მიენიჭა სს-ის გრუპენფიურერის და პოლიციის გენერალ-ლეიტენანტის წოდება.

იმყოფებოდა რა გესტაპოს შეფის თანამდებობაზე, მიულერი იყო თითქმის ყველა იმ დანაშაულის თანამონაწილე, რომელიც რაიხის უშიშროების მთავარ სამმართველში დაიგეგმა, მომზადდა და შესრულებული იქნა. 1939 წლის სექტემბრიდან მისი ბრძანებით დაიწყო პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიამართ ე.წ. "საგანგებო მოპყრობა" (გერმ. Sonderbehandlung), რაც მიზნად ისახავდა მათ საკონცენტრაციო ბანაკებში ჩასმას და ფიზიკურ განადგურებას. მიულერის დაქვემდებარებაში იყო და მისი უშუალო თანამონაწილეობით გატარებულ იქნა ადოლფ აიხმანის მიერ მომზადებული „ებრაელთა რეფერატი IV B 4“. მიულერი პასუხისმგებელი იყო სს-ის მიერ სსრკ-ის ტერიტორიაზე ჩატარებული გენოციდის შედგების დეტალურ დამუშავებაზე, შეჯამებაზე და მოხსენებაზე, შეფების რაინჰარდ ჰაიდრიხის და შემდგომში ერნსტ კალტენბრუნერის წინაშე.

1945 წლის მაისიდან მიულერი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მითები იმის თაობაზე, თითქოს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იგი ერთი მხრივ აშშ-ის, მეორე მხრივ სსრკ-ის აგენტად მუშაობდა არ დასტურდება.

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: