ჯუჯის ფრინველების ეროვნული პარკი

ჯუჯის ფრინველების ეროვნული პარკი (ფრანგ. Parc national des oiseaux du Djoudj) — ნაკრძალი სენეგალში, მდინარე სენეგალის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირზე, სენტ-ლუისის ჩრდილო-აღმოსავლეთით. მის ვეთლენდებში გავრცელებულია არაერთი სახეობა, ასევე ძალიან პოპულარულია გადამფრენ ფრინველებში, რომელთა უმრავლესობაც აქ საჰარის გადაკვეთამდე ჩერდება. სულ გავრცელებულია ფრინველთა 400-ზე მეტი სახეობა, მაგრამ ყველაზე ხშირად გვხვდება პელიკანი და ფლამინგო. ნაკლებ შესამჩნევია ევროპიდან მიგრირებული წყლის მგალობელი ჩიტები, რომელთათვისაც პარკი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსაზამთრებელი ადგილია. პარკში ასევე წარმოდგენილია ველური ბუნების ფართო სპექტრი, რის გამოც ის შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ჯუჯის ფრინველების ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა სენეგალის დროშა სენეგალი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, x
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 16°30′00″ ჩ. გ. 16°10′00″ დ. გ. / 16.50000° ჩ. გ. 16.16667° დ. გ. / 16.50000; -16.16667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1981  (მე-5 სესია)
ნომერი 25
საფრთხის ქვეშ 1984-1988; 2000-2006 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 25
ინგლ.რუს.ფრ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება