ჯუმბერ კოპალიანი

ქართველი არქეოლოგი

ჯუმბერ კოპალიანი (დ. 1 ნოემბერი, 1939,[1] ქულბაქი) — ქართველი მეცნიერი, არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ფილიალის დმანისის ისტორიულ-არქეოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. არის 25 სამეცნიერო სტატიის ავტორი.

ჯუმბერ კოპალიანი
დაბადების თარიღი 1 ნოემბერი, 1939 (1939-11-01) (84 წლის)
ქულბაქი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა სსრკ, საქართველო
ეთნიკურად ქართველი
პროფესია არქეოლოგი
დამსაქმებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
რელიგია მართლმადიდებლობა
ჯილდოები ღირსების ორდენი

ბიოგრაფია რედაქტირება

ჯუმბერ კოპალიანი დაიბადა 1939 წლის 1 ნოემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქში. 1958 წელს დაამთავრა ხონის საშუალო სკოლა, 1958–1961 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში, 1962 წელს მუშაობდა თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში, 1962–1967 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. 1968–1971 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში და იმავე ინსტიტუტში დაინიშნა უმცროსი მეცნიერი თანამშრომლის, ხოლო 1978 წელს უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. 1980 წელს გადავიდა არქეოლოგიური კვლევის ცენტრში, სადაც დაინიშნა ჯერ უფროსი, შემდეგ წამყვანი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. პარალელურად ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში. არის ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის ხუთი წიგნის ავტორი. აღსანიშნავია მის მიერ მომზადებული და მისი რედაქტორობით გამოქვეყნებული სამეცნიერო კრებულის „დმანისი“-ს ხუთი ტომი, რომლებშიც წარმოდგენილია მთელი ქვემო ქართლის ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ეპიგრაფიკული ძეგლები.

კარიერა რედაქტირება

1981–1992 წლებში მუშაობდა დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის მოადგილედ, ხოლო 1993–2006 წლებში ამავე ექსპედიციის ხელმძღვანელად. ამასთან ერთად, 1996–2006 წლებში იყო არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დმანისის ისტორიულ-არქეოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. 2007–2011 წლებში იყო დმანისის კულტურის ცენტრის დირექტორი.

ამჟამად მუშაობს დმანისის კულტურის ცენტრში, მისი ინიციატივით შექმნილი არქეოლოგიური ექსპოზიციის ხელმძღვანელად და ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორად. ჯუმბერ კოპალიანი არის ღირსების ორდენის კავალერი და ექვთიმე თაყაიშვილის პრემიის ლაურეატი.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო თემა — „მოურავის ინსტიტუტი ფეოდალურ საქართველოში“, დაიცვა 1974 წელს.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • ქვეშის ციხე : ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა (ავტორი). - თბილისი, საქართველო, 1999. - 120გვ.
  • დმანისი = Дманиси = Dmanisi (რედაქტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1998. - 288გვ.. - ISBN: 99928-51-00-7
  • დმანისის ციხე : ისტორიულ-არქეოლოგ. გამოკვლევა (ავტორი). - თბილისი, საქართველო, 1996. - 146გვ.
  • მოურავის სახელო ფეოდალურ საქართველოში (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1982. - 81გვ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება