ჯუზღუნი (ლათ. Calligonum) — მცენარეთა გვარი მატიტელასებრთა ოჯახისა. დატოტვილი ბუჩქებია. ახალგაზრდა ყლორტები მწვანეა, დანაწევრებული, გახევებული ტოტების უბეში კონებად განლაგებული. მათი წვრილი, ძაფისებრი ან ნემსისებრი ფოთლები ადრე ცვივა.

ჯუზღუნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  მატიტელასებრნი
გვარი:  ჯუზღუნი
ლათინური სახელი
Calligonum

150-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია დასავლეთ ციმბირის, შუა, ცენტრალურ და წინა აზიის ქვიშიან უდაბნოებსა და ველებზე. კავკასიაში კავკასიაში გვხვდება ჯუზღუნის 4 სახეობა, საქართველოში არ გვხვდება. ფართოდაა გავრცელებული უფოთლო ჯუზღუნი, ჭილისებრი ჯუზღუნი და სხვ.

ჯუზღუნს იყენებენ ქვიშების გასამაგრებლად.

ლიტერატურა რედაქტირება