ჯუგჯური (რუს. Джугджур) — მთები შორეულ აღმოსავლეთში, ოხოტის ზღვის ჩრდილოეთ-დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ, რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში. მაქსიმალური სიმაღლე 1906 მ (მთა ტოპკო), ჩამოყალიბდა უახლესი ასიმეტრიული აზევების შედეგად. ზღვის მხარე ღრმად არს დანაწევრებული, კონტინენტური მხარე, სადაც ალდანის აუზის მდინარეებია, დამრეცია. სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ამოზიდულია გვიანდელი კამბრიულისწინა გრანიტები და გნასიები, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში — მეზოზოურში დანაოჭებული ფიქლები და კირქვები, რომლებზეც ზემოდან გადაფარებულია ცარც-პალეოგენური ლავები და ტუფები. ჰავა ზომიერად ცივი მუსონურია. ზამთარი მკაცრი იცის. სანაპიროს გასწვრივ ქონდარა ფიჭვის რაყებია. ზღვისპირა კალთები 1300 მ სიმაღლემდე შემოსილია ოხოტის მთის ტაიგით (აიანის ნაძვი), ალდანისაკენ დახრილი კალთები — ნათელწიწვოვანი ტაიგით (დაურის ლარიქსი), ზევით ქონდარა ფიჭვის რაყებია, დაკბილულ თხემზე — მთის ტუნდრა.

ჯუგჯური
ჯუგჯური რუკაზე (წითლად)
ჯუგჯური რუკაზე (წითლად)
კოორდინატები: 58° ჩ. გ. 136° ა. გ. / 58° ჩ. გ. 136° ა. გ. / 58; 136
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ხაბაროვსკის მხარე
უმაღლესი წერტილი ტოპკო
სიმაღლე 1906 
სიგრძე 700 კმ
ჯუგჯური — რუსეთი
ჯუგჯური

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება