ჭოუს დინასტია

(გადამისამართდა გვერდიდან ჯოუს დინასტია)

ჭოუს დინასტია (ძვ. წ. 1046-256 წლები; ჩინ.: 周朝) — ჩინეთის დინასტია, რომელიც მოსდევდა შანის დინასტიას და წინ უსწრებდა ცინის დინასტიას. ჩინეთის ისტორიის განმავლობაში ამ დინასტიამ ყველაზე ხანგრძლივად იმეფა, თუმცა ჯოუს დინასტიის მმარველობა იყოფა დასავლეთ ჯოუს (ძვ. წ. 1046 - ძვ. წ. 771) და აღმოსავლეთ ჯოუს (ძვ. წ. 770 - ძვ. წ. 256) დინასტიის პერიოდებად. აღმოსავლეთ ჯოუს დინასტიის პერიოდს ტრადიციულად კიდევ ყოფენ ორ: გაზაფხულ-შემოდგომის (ძვ. წ. 722 - ძვ. წ. 476) და სამეფოთა ომის (ძვ. წ. 475 - ძვ. წ. 221) პერიოდებად.

დასავლეთ ჯოუს დინასტიის მმართველობის დაახლოებითი საზღვრები (ძვ. წ. 1050771 წლებში)
ჩინეთის ისტორია
ჩინეთის ისტორია
ჩინეთის ისტორია
ძველი
3 მონარქი და 5 იმპერატორი
სიას დინასტია ძვ. წ. 2100–1600
შანგის დინასტია ძვ. წ.1600–1046
ჭოუს დინასტია ძვ. წ.1045–256
 დასავლეთი ჭოუ
 აღმოსავლეთი ჭოუ
   გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი
   მებრძოლი სამეფოების პერიოდი

(ცი, ცინი, ჩუ, ვეი, ხანი, ჯაო, იანი, იუე, სუნი, შუ, ბა)

იმპერიები
ცინი ძვ. წ. 221 –206
ხანის დინასტია ძვ. წ. 206 – ახ. წ. 220
  დასავლეთი ხანი
  სინის დინასტია
  აღმოსავლეთი ხანი
სამმეფობა 220–280
  ვეი, შუ და
ძინის დინასტია 265–420
  დასავლეთი ძინი 16 სამეფო
304–439
  აღმოსავლეთი ძინი
სამხრეთისა და ჩრდილოეთის
დინასტიები

420–589
სუის დინასტია 581–618
ტანის დინასტია 618–907
  (მეორე ჭოუ 690–705)
5 დინასტია და
10 სამეფო

907–960
ლიაო
907–1125
სუნის დინასტია
960–1279
  ჩრდილოეთი სუნი დ. სია
  სამხრეთი სუნი ძინი
იუანის დინასტია 1271–1368
მინის დინასტია 1368–1644
ცინის დინასტია 1644–1911
თანამედროვე ერა
ჩინეთის რესპუბლიკა 1912–1949
ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკა

1949–დღემდე
ჩინეთის რესპ.
(ტაივანი)

1949–დღემდე

ჭოუს დინასტის პერიოდში ჩინეთში დაიწყეს რკინის გამოყენება,[1] ასევე ზენიტში იყო ბრინჯაოს დამუშავების ტექნოლოგია. ამ პერიოდს მიეწერება დამწერლობის შექმნის საფუძვლებიც, რომელიც ჯოუს დინასტისს ბოლო პერიოდში საბოლოოდ ჩამოყალიბდა.

ისტორია რედაქტირება

დაარსება რედაქტირება

ჩინური ლეგენდებს მიხედვით ჭოუს დინასტია იწყება იმპერატორ კუდან და შემდგომ გააგრძელეს ხოუ-ჯიმ, ბუკუმ, ჯუმ და გონგლიუმ ხოლო შემდგომ გუგონგ დანფუმ[2] ჯოუს კლანი ბინიდან (豳 ან 部) გადაიყვანა[3] მდინარე ვეიხეს ხეობაში,[4] სადაც მათ დააარსეს ქალაქი რომელიც გახდა ჯოუს დინასტიის აყვავების საფუძველი.

გუგონგ დანფუს ვაჟი - ჯილი,[5] იბრძოდა ხირონგების წინააღმდეგ, როგორც შანის დინასტიის მეფის ვენ დინგის ვასალი. ჯილმა დაამარცხა ხირონგები, თუმცა ჯილის სიძლიერით შეშინებლმა ვენ დინგმა ის მოაკვლევინა. ჯლის ვაჟმა ვენმა დედაქალაქი გადაიტანა ფენგაოში;[6] ვენის ვაჟმა, ვუმ, 45 000 მებრძოლით და 300 ეტლით ძვ. წ. 1046 წელს ხუანხეს გასწვრივ ილაშქრა და მუიეს ბრძოლაში დაამარცხა შანის დინასტიის მეფე დი სინი, რითიც დასრულდა შანის დინასტიის მმართველობა და დაიწყო ჯოუს დინასტიის ერა.[7]

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. The earliest use of iron in China, in Metals in Antiquity გვ. 1–9. Oxford: Archaeopress (1999). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-07-18. ციტირების თარიღი: 2011-08-16.
  2. ასევე ცნობილია როგორც ტაი ვანგი (周太王) - "დიდი მეფე."
  3. ბინი შესაძლებელია ყოფილიყო დღევანდელი შანსის ტერიტორიაზე.
  4. დღეისთვის ქიშანის ოლქი.
  5. 季歷 "მეფე ჯი"
  6. დღევანდელი სიანის მახლობლად.
  7. ჯოუს დინასტიის საჭყის თარიღთან მიმართებაში არის განსხვავებული შეხედულებები, თარიღები იცვლება ძვ. წ. 1122 წლიდან ძვ. წ. 1027 წლამდე.