ჯორჯ მარშალის ევროპული ცენტრი

ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლების ევროპული ცენტრი, (ინგლ. George C. Marshall European Center for Security Studies) — ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის და გემრანიის ფედერაცული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ინსტიტუტი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რომლიც მდებარეობს ქალაქ გარმიშ–პარტენკირხენში, გერმანიაში.

მარშალის ცენტრის ლოგო

მარშალის ცენტრის მისიაა, შესაძლებლობების განვითარებითა და გლობალური ქსელის მეშვეობით, რეგიონალური და ტრანსნაციონალური უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის ხელშეწყობა. ცენტრი ახორციელებს მრავალფეროვან უნიკალურ პროგრამებს და კურსდამთავრებულების სახით, ჰყავს 155-ზე მეტი ქვეყნის 13600-ზე მეტი უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენელი.

მარშალის ცენტრში მოქმედებს სხვადასხვა რეზიდენტული პროგრამები, მათ შორის:

  • გამოყენებითი უსაფრთხოების სწავლების პროგრამა (PASS);
  • ტერორიზმისა და უსაფრთხოების სწავლების პროგრამა (PTSS);
  • კიბერ უსაფრთხოების სწავლების პროგრამა (PCSS);
  • რეგიონული უსაფრთხოების სემინარი (SRS);
  • ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის აღმოფხვრის პროგრამა (CTOC).

ცენტრში მოქმედებს საერთაშორისო უსაფრთხოების სწავლების სამაგისტრო პროგრამა (MISS), რომელიც ბუნდესვერის (გერმანიის შეიარაღებული ძალების) უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება