ჯორჯ უოშინგტონ დე ლონგი (ინგლ. George Washington DeLong; დ. 22 აგვისტო, 1844, ნიუ-იორკი — გ. 30 სექტემბერი, 1881) — პოლარეთის ამერიკელი მკვლევარი. 1865 წელს დაამთავრა აშშ-ის საზღვაო აკადემია. 1873 წელს იმოგზაურა ბაფინის ყურეში. 1879 წელს ხელმძღვანელობდა იახტა „ჟანეტით“ ჩატარებულ ექსპედიციას, რომლის მიზანი იყო მიეღწია ჩრდილოეთ პოლუსზე და მოეძებნა ნილს ნორდენშელდის ექსპედიცია. კუნძულ ჰერალდის ჩრდილო-აღმოსავლეთით „ჟანეტი“ ჩაიხერგა ყინულებში. დრეიფის დროს ექსპედიციამ აღმოაჩინა კუნძულები, რომლებსაც უწოდეს ჟანეტასა და ჰენრიეტას კუნძულები. „ჟანეტის“ დაღუპვის შემდეგ (1881, ივნისი) ეკიპაჟი იძულებული გახდა განეგრძო დრეიფი ყინულზე, რომლის დროსაც აღმოაჩინეს ბენეტის კუნძული. დრეიფის შემდეგ დე ლონგმა ექსპედიციის მონაწილეთა ჯგუფთან ერთად მიაღწია მდინარე ლენის შესართავს, სადაც შიმშილით დაიღუპა. დე ლონგის სახელი ეწოდა კუნძულების ჯგუფს აღმოსავლეთ ციმბირის ზღვაში (იხ. დე ლონგის კუნძულები).

ჯორჯ დე ლონგი

ლიტერატურა რედაქტირება