ჯონ უებსტერი (ინგლ. John Webster; 1578, ლონდონი — 1634, იქვე) — ინგლისელი დრამატურგი.

ჯონ უებსტერი
ინგლ. John Webster
დაბადების თარიღი 1578
დაბადების ადგილი ლონდონი
გარდაცვალების თარიღი 1634[1]
გარდაცვალების ადგილი ლონდონი
საქმიანობა დრამატურგი, პოეტი და მწერალი[2]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი Merchant Taylors' School
ჟანრი Shakespearean comedy
Magnum opus თეთრი ეშმაკი და მალფის ჰერცოგინია

მის შემოქმედებას შექსპირის, ფ. სიდნისა და მონტენის გავლენა ეტყობა. გვიანდელი აღორძინების ხანის ტიპიური წარმომადგენელია, ამავე დროს აგრძელებს რენესანსული მაღალი ტრაგედიის ტრადიციებს. მის პიესებში აშკარად ისმის სატირული ტონი. ინგლისური ლიტერატურის ისტორიაში შევიდა მისი ტრაგედიები „თეთრი ეშმაკი“ (1612) და „მალფის ჰერცოგინია“ (1614). აღსანიშნავია აგრეთვე კომედია „იურიდიული კაზუსი ეშმაკთან“ (1620) და ე. წ. „მეცნიერული ტრაგედია“ „აპიუსი და ვირჯინია“ (1630), რომელსაც ზოგი მკვლევარი მიაწერს ტ. ჰეივუდს.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება