ჯონ ნოქსი (ინგლ. John Knox; დაახ. დ. 1513 — გ. 24 ნოემბერი, 1572) — XVI საუკუნის შოტლანდიელი რელიგიური რეფორმატორი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა პრესვიტერიანულ ეკლესიას.

ჯონ ნოქსი
ჯონ ნოქსი

განათლება წმინდა ანდრიას უნივერსიტეტში მიიღო და ნოტარიუს-მღვდლად მუშაობდა. ადრეული საეკლესიო რეფორმატორების (მათ შორის ჯორჯ უიშარტის) გავლენით, შეუერთდა მოძრაობას, რომლის მიზანი შოტლანდიის ეკლესიის რეფორმა იყო. 1546 წელს კარდინალი ბიტონის მკვლელობის მოვლენებში მონაწილეობის ბრალდებით ფრანგებმა ტყვედ აიყვანეს მომდევნო წელს, 1549 წელს კი გათავისუფლების შემდეგ ინგლისში გაიხიზნა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება