ჯონ პოლ დენსმორი (ინგლ. John Paul Densmore; დ. 1 დეკემბერი, 1944) — ამერიკელი მუსიკოსი, 1965-1973 წლებში უკრავდა ჯგუფ The Doors-ში დასარტყამ ინსტრუმენტებზე.

ჯონ დენსმორი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯონ პოლ დენსმორი
დაბ. თარიღი 1 დეკემბერი, 1944 (1944-12-01) (79 წლის)
დაბ. ადგილი ლოს-ანჯელესი
წარმოშობა ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი ფსიქოდელიური როკი, ბლუზ-როკი, მძიმე როკი, ეისიდ-როკი, ჯაზ-ფიუჟენი
საქმიანობა მუსიკოსი, კინორეჟისორი.
ინსტრუმენტ(ებ)ი დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
აქტიური 1965-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Elektra,
საიტი johndensmore.com
ჯონ დენსმორი ვიკისაწყობში

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ჯონ დენსმორი დაიბადა 1944 წლის 1 დეკემბერს, ლოს-ანჯელესში (კალიფორნია). ის სწავლობდა სანტა მონიკას კოლეჯში და Cal State Northridge-ში.

კარიერა რედაქტირება

1965 წელს ჯონი შეხვდა მედიტაციის ლექციაზე შეხვდა პიანისტ რეი მანზარეკს და გიტარისტ რობი კრიგერს, რის შემდეგაც შეუერთდა ჯგუფ The Doors-ს და იქ უკრავდა მის დაშლამდე, 1973 წლამდე. The Doors დაიშალა ჯიმ მორისონის თვითმკვლელობის გამო. როგორც ჯონ დენსმორი ამბობს საკუთარ წიგნშივე, მან ერთხელ დატოვა ჯგუფი მორისონის თვითმკვლელობისადმი მიდრეკილების გამო, თუმცა მეორე დღესვე დაბრუნდა. მუსიკოსმა არაერთხელ მოუწოდა მეგობრებს, რომ შეეწყვითათ ტურნე, თუმცა რეი და რობი ამის წინააღმდეგნი იყვნენ. 1971 წელს ჯიმ მორისონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მორისონის სიკვდილის შემდეგ ჯგუფმა კვლავ გააგრძელა მოღვაწეობა, მაგრამ 1973-ში საბოლოოდ დაიშალა.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება