ჯონჯოლი

მცენარეთა გვარი

ჯონჯოლი (ლათ. Staphylea) — მცენარეთა გვარი ჯონჯოლისებრთა ოჯახისა. ბუჩქები ან პატარა ხეებია.

ჯონჯოლი
კოლხური ჯონჯოლი
კოლხური ჯონჯოლი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
ოჯახი:  ჯონჯოლისებრნი
გვარი:  ჯონჯოლი
ლათინური სახელი
Staphylea

11-მდე სახეობა გავრცელებულია ამერიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზომიერ სარტყელში. კავკასიასა და საქართველოში ჯონჯოლის მხოლოდ ორი სახეობა გვხვდება: კოლხური ჯონჯოლი, რომელიც უმთავრესად დასავლეთ საქართველოში იზრდება, და ჩვეულებრივი ჯონჯოლი (ლათ. Staphylea pinnata), რომელიც კოლხეთის დაბლობის გარდა ქართლსა და კახეთშიც გვხვდება.

ჯონჯოლი იზრდება ხევებსა და ხეობებში, ქვიან ადგილებში, ზღვის დონიდან 1 300 -მდე. ჯონჯოლის გაუშლელ ყვავილებს ამწნილებენ, თესლისაგან მიღებულ ზეთს ხმარობენ მედიცინაში. ორივე სახეობა კარგი დეკორატიული და თაფლოვანი მცენარეა. მრავლდება თესლისა და ფესვის ამონაყრით. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება