ჯოზეფ ლისტერი

ინგლისელი ქირურგი

ჯოზეფ ლისტერი (ინგ.Joseph Lister; დ. 5 აპრილი, 1827, აპტონი, ესექსის საგრაფო, — გ. 10 თებერვალი 1912, უილმერი, კენტის საგრაფო) — ინგლისელი ქირურგი, ქირურგიაში ასეპტიკის ფუძემდებელი. 1852 წელს დაამთავრა ლონდონის უნივერისტეტი. ქირურგ-პროფესორი გლაზგოში (1860), ედინბურგსა (1869) და ლონდონში (1877-88). 1896-დან ლონდონის სამეფო ქირურგიული საზოგადოების თავმჯდომარე. ლონდონის სამეფო საზოგადოების პრეზიდენტი (1895-1900). ლისტერმა 1867 წელს გამოთქვა აზრი, რომ ჭრილობის ინფექციას იწვევს რაღაც ცოცხალი საწყისი, რომელიც გარედან ხვდება ჭრილობაში. მან პირველად შეიმუშავა ქირურგიულ ინფექციასთან ბრძოლის თეორიულად დასაბუთებული ღონისძიებანი; მისი მეთოდით ჭრილობაზე ადებდნენ კარბოლმჟავაში დასველებულ სამფენოვან ნახვევებს, საოპერაციო ოთახის ჰაერში აფრქვევდნენ კარბოლმჟავას და ამავე მჟავით ამუშავებდნენ საოპერაციო ველს, ქირურგის ხელებსა და საოპერაციო ინსტრუმენტებს. ლისტერის მეთოდის შემოღების შემდეგ მკვეთრად შემცირდა ოპერაციის შემდგომი სიკვდილიანობა, თითქმის გაქრა სეპტიკური გართულებები. ლისტერმა პირველმა (1852) აღწერა გუგის გამაფართოებელი და დამავიწროებელი კუნთები და სხვა.

ჯოზეფ ლისტერი
ინგლ. Joseph Lister
დაბ. თარიღი 5 აპრილი, 1827(1827-04-05)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი Upton House, Newham[10] [11] [12]
გარდ. თარიღი 10 თებერვალი, 1912(1912-02-10)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9](84 წლის)
გარდ. ადგილი Walmer
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ქირურგი, უნივერსიტეტის პროფესორი და პოლიტიკოსი[13]
მუშაობის ადგილი ლონდონის სამეფო კოლეჯი, ედინბურგის უნივერსიტეტი და გლაზგოს უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, ლონდონის უნივერსიტეტი, Grove House School და UCL Medical School
განთქმული მოსწავლეები თეოდორ კოხერი
მეუღლე Agnes Syme
მამა ჯოზეფ ჯექსონ ლისტერი[14] [15]
დედა Isabella Harris[3] [15]
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი, კოპლის მედალი[16] , ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, სამეფო მედალი, კოთენიუსის მედალი, ალბერტის მედალი[17] , კრუნის სახელობის პრემია, მექსიკის ნაციონალური ავტონომიური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Makdougall Brisbane Prize, დანებროგის ორდენის დიდი ჯვრის კავალერი და Cameron Prize of the University of Edinburgh
ხელმოწერა

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 Cartwright F. F. Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 3.2 Lundy D. R. The Peerage
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  5. 5.0 5.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  8. 8.0 8.1 Académie nationale de médecine
  9. 9.0 9.1 Base biographique
  10. Gadsdens of Upton House West Ham — 2014.
  11. https://archiveshub.jisc.ac.uk/search/archives/e7a4a66e-de4a-3a3b-920b-0c065f4fd7b3
  12. Hansard 1803–2005
  13. https://livesonline.rcseng.ac.uk/biogs/E000500b.htm
  14. 15.0 15.1 Kindred Britain
  15. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  16. https://www.thersa.org/about/albert-medal/past-winners