ჯოზეფ გორდონ-ლევიტი

ჯოზეფ ლეონარდ გორდონ-ლევიტი (ინგლ. Joseph Gordon-Levitt დ. 17 თებერვალი, 1981) — ამერიკელი მსახიობი, რომელსაც კარიერის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული სატელევიზიო და კინო ფილმებში. ის ცნობილია თავისი როლებით 2009 წლის დამოუკიდებელ ფილმში „ზაფხულის (500) დღე“ და კრისტოფერ ნოლანის სამეცნიერო ფანტასტიკაში „დასაწყისი“. ამ უკანასკნელისთვის ის ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე. სარეკლამო რგოლებში შესრულებული როლების შემდეგ, 1992 წელს შედგა მისი დებიუტი ფილმში „ბეთჰოვენი“. გორდონ–ლევიტმა ითამაშა სატელევიზიო სიტკომში „მესამე პლანეტა მზიდან“ (1996–2001). 2001 წელს მან მიატოვა სატელევიზიო კარიერა და ითამაშა რამდენიმე დამოუკიდებელ ფილმში, მათ შორის სურათებში „მანიაკური“ (2001), „იდუმალი კანი“ (2004) და „აგური“ (2005). ის ფლობს ონლაინ საპროდუქციო კომპანიას HitRECord.

ჯოზეფ გორდონ-ლევიტი

ჯოზეფ გორდონ-ლევიტი 2013 წელს
დაბადების სახელი ჯოზეფ ლეონარდ გორდონ-ლევიტი
დაბადების თარიღი 17 თებერვალი, 1981
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1988 – დღემდე

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1992 ბეთჰოვენი Beethoven სტუდენტი N1
1992 იქ, სადაც მდინარე მიედინება A River Runs Through It ახალგაზრდა ნორმანი
1996 მსაჯული The Juror ოლივერ ლარდი
1996–2001 მესამე პლანეტა მზიდან 3rd Rock from the Sun ტომი სოლომონი
1999 ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი 10 Things I Hate About You კამერონ ჯეიმზი
2001 მანიაკური Manic ლილ იენსენი
2004 იდუმალი კანი Mysterious Skin ნილ მაკ-კორმიკი
2005 აგური Brick ბრენდან ფრეი
2009 ზაფხულის 500 დღე (500) Days of Summer ტომ ჰენსენი
2010 დასაწყისი Inception არტური
2011 50/50 50/50 ადამ ლერნერი
2012 ბნელირაინდი: აღზევება The Dark Knight Rises ჯონ ბლეიკი
2012 ლინკოლნი Lincoln რობერტ ტოდ ლინკოლნი
2013 დონ ჯონი Don Jon ჯონ მარტელო
2014 ცოდვების ქალაქი 2 Sin City: A Dame to Kill For ჯონი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება