ჯოდელ მაიკა ფერლანდი (ინგლ. Jodelle Micah Ferland; დ. 9 ოქტომბერი, 1994, ნანაიმო, კანადა) — კანადელი კინომსახიობი.

ჯოდელ ფერლანდი

ჯოდელ ფერლანდი 2016 წელს.
დაბადების სახელი ჯოდელ მაიკა ფერლანდი
დაბადების თარიღი 9 ოქტომბერი, 1994 (1994-10-09) (29 წლის)
ნანაიმო, ბრიტანეთის კოლუმბია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1996–დღემდე

ბიოგრაფია რედაქტირება

ჯოდელ ფერლანდი დაიბადა კანადის ქალაქ ნანაიმოში.[1] ჰყავს და — მარიშა ფერლანდი და ძმა — ჯერემი ფერლანდი, პირველი, დის მსგავსად მსახიობია, ხოლო მეორე, მუსიკოსი.[1] იგი ავსტრიელი, ბრიტანული და ფრანგული წარმოშობისაა.[2] 4 წლიდან იღებდნენ სარეკლამო კომპანიებში, სადაც საერთო ჯამში დაახლოებით 20-მდე ფირმის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა, რომელთა შორის იყო „Coca-Cola“, „Mattel“ და ასევე რამდენიმე სატელევიზიო სერიალი („სმოლვილის საიდუმლოებები“, „ბნელეთის ანგელოზი“ და სხვა).

ჯოდელ ფერლანდმა პატარა ასაკშივე გაითქვა სახელი და საკმაო პოპულარობით სარგებლობდა. თავდაპირველად რამდენიმე წელი სერიალებში თამაშობდა, შემდეგ მისი დებიუტი შედგა ფილმში „ქალთევზა“, სადაც განასახიერა დესის სახე. ამ როლისთვის მიენიჭა ემის პრემია და ამით ამ ჯილდოს ყველაზე ახალგაზრდა ნომიმანტი გახდა.

აღსანიშნავია, ასევე მისი როლი ფილმში „მოქცევათა ქვეყანა“ (2005), სადაც მასთან ერთად ითამაშა ჯეფრი ბრიჯესმა. ერთი წლის შემდეგ ითამაშა საშინელებათა ფილმში „საილენტ-ჰილი“. მისი ერთ-ერთი ბოლო კინოროლებია: „ლილით სალივანი“ (ფილმი „საქმე N39“; პარტნიორი რენე ზელვეგერი), „ბრი ტანერი“ (ფილმი „ბინდის საგა: დაბნელება“), „პეიშნს ბაკნერი“ (ფილმი „ქოხი ტყეში“), „ჯენი“ (ფილმი „მაღალი კაცი“) და სხვა.

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2000 ტფ ქალთევზა Mermaid დესი
2002 ისინი They სარა
2002 ტფ კერი Carrie პატარა კერი
2005 მოქცევათა ქვეყანა Tideland ჯელიზა როუზი
2006 საილენტ ჰილი Silent Hill შერონ და სილვა
2007 სიდი Seed ემილი ბიშოპი
2007 წარმატებები, ჩაკ! Good Luck Chuck! ლილა კარპენტერი
2007 წარგზავნილები The Messengers მაიკლ როლინსი
2008 საოცარი სამყარო Wonderful World სანდრა
2008 ტფ სელინი Céline ახალგაზრდა სელინი
2010 საქმე N39 Case 39 ლილიტ სალივანი
2010 ბინდის საგა: დაბნელება Twilight Saga: Eclipse ბრი ტანერი
2011 გოგოების ჩხუბი Girl Fight ჰელი მაკლინი
2012 მაღალი კაცი The Tall Man ჯენი
2012 ქოხი ტყეში The Cabin in the Woods პატიენს ბუკნერი
2012 ბინდის საგა: განთიადი - ნაწილი 2 The Twilight Saga: Breaking Dawn – Part 2 ბრი ტანერი
2012 მარტო სახლში 5: სადღესასწაულო ძარცვა Home Alone: The Holiday Heist ალექსის ბაქსტერი
2016 ჩემი ქალიშვილის სირცხვილი My Daughter's Disgrace ოდრი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Jodelle Ferland Biography (1994-). Filmreference.com (1994-10-09). ციტირების თარიღი: 2011-04-08.
  2. A Jodelle Ferland interview. Twilight-movie.org (2009-09-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-08. ციტირების თარიღი: 2011-04-08.