ჯინჯერი და ფრედი (იტალ. Ginger e Fred) — 1986 წლის იტალიური ფილმი. სიუჟეტით, ორ მოცეკვავეს, რომლებმაც ცეკვას დიდი ხნის წინ თავი დაანებეს, ტელევიზიაში საშობაო შოუში მონაწილეობის მისაღებად ეპატიჟებიან. ფილმი ტელევიზიის კრიტიკას წარმოადგენს. ფილმის რეჟისორია ფედერიკო ფელინი, ხოლო სცენარის ავტორები - ფელინი და ტონინო გუერა.

„ჯინჯერი და ფრედი“
დამდგმელი რეჟისორი ფედერიკო ფელინი
პროდიუსერი ალბერტო გრიმალდი
სცენარის ავტორი ფედერიკო ფელინი, ტონინო გუერა
როლებში ჯულიეტა მაზინა, მარჩელო მასტროიანი
მუსიკა ნიკოლა პიოვანი
ოპერატორი ტონინო დელი კოლი
მონტაჟი რუჯერო მასტროიანი
დისტრიბუტორი Metro-Goldwyn-Mayer
გამოსვლის თარიღი 4 იანვარი 1986
ხანგრძლივობა 125 წუთი
ქვეყანა იტალია, საფრანგეთი, გერმანია
ენა იტალიური, ინგლისური

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება