ჯეიმზ სკოტ კონორსი (ინგლ. James Scott Connors; დ. 2 სექტემბერი, 1952, სანტა-ბარბარა, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი. აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ისტორიაში[1][2][3].

ჯიმი კონორსი

კონორსი 1978 წელს
სრული სახელი ჯეიმზ სკოტ კონორსი
მშობლიური სახელი James Scott Connors
ქვეყანა (სპორტი) აშშ-ის დროშა აშშ
საცხოვრებელი ადგილი სანტა-ბარბარა, კალიფორნია, აშშ
დაიბადა 2 სექტემბერი, 1952 (1952-09-02) (71 წლის)
ისტ-სენტ-ლუისი, ილინოისი, აშშ
სიმაღლე 178 სმ.
პროფესიონალი 1972
კარიერა დაასრულა 1996
თამაში მემარცხენე
მწვრთნელ(ებ)ი გლორია კონორსი, პანჩო სეგურა
ფულადი პრიზი 8,641,040 აშშ დოლარი
დიდების დარბაზი 1998 (წევრის გვერდი)
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 1256–279 (81.82%)
ტიტულები კარიერაში 109
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (29 ივლისი, 1974)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (1974)
საფრანგეთის ღია პირველობა ნახევარფინალი (1979, 1980, 1984, 1985)
უიმბლდონი გამარჯვება (1974, 1982)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1974, 1976, 1978, 1982, 1983)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (1977)
WCT-ის ფინალი გამარჯვება (1977, 1980)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 174–78 (68.9%)
ტიტულები კარიერაში 16
უმაღლესი რეიტინგი 370-ე (1 მარტი, 1993)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 3რ (1974)
საფრანგეთის ღია პირველობა ფინალი (1973)
უიმბლდონი გამარჯვება (1973)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1975)
შერეული წყვილები
დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები
აშშ-ის ღია პირველობა ფინალი (1974)
გუნდური შეჯიბრები
დეივისის თასი გამარჯვება (1981)
ბოლოს განახლდა: 28 ოქტომბერი, 2018.

კონორსს ერთეულთა თანრიგში მოგებული აქვს 8 დიდი სლემის ტურნირი – 5 აშშ-ის ღია პირველობა, 2 უიმბლდონი და 1 ავსტრალიის ღია პირველობა. მან ერთხელ მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი. ჯამში მას ATP-ის 109 ტიტული აქვს ერთეულებში მოგებული, რაც არის ყველა დროის რეკორდი მამაკაცთა ჩოგბურთში. ამერიკელს ასევე ორი მნიშვნელოვანი რეკორდი აქვს – ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი ATP-ის ისტორიაში და ყველაზე მეტი მოგებული. კონორსი 268 კვირის განმავლობაში იკავებდა ერთეულთა რეიტინგში პირველ ადგილს. 1974 წლიდან 1977 წლამდე, იგი ზედიზედ 160 კვირის განმავლობაში ლიდერობდა რეიტინგში, რაც 2007 წლამდე რეკორდი იყო.

ჯიმი კონორსს ასევე ორი დიდი სლემის ტურნირი აქვს წყვილთა თანრიგში მოგებული – 1 უიმბლდონი და 1 აშშ-ის ღია პირველობა. სანაკრებო დონეზე აშშ-ის ნაკრებთან ერთად, მან ერთხელ მოიგო დეივისის თასი. 1998 წელს, იგი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

სტატისტიკა და მიღწევები რედაქტირება

დიდი სლემის ტურნირების ფინალები რედაქტირება

ერთეულები: 15 (8–7) რედაქტირება

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 1974 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ბალახი   ფილ დენტი 7–6(9–7), 6–4, 4–6, 6–3
გამარჯვება 1974 უიმბლდონი (1) ბალახი   კენ როზუოლი 6–1, 6–1, 6–4
გამარჯვება 1974 აშშ-ის ღია პირველობა (1) ბალახი   კენ როზუოლი 6–1, 6–0, 6–1
მარცხი 1975 ავსტრალიის ღია პირველობა ბალახი   ჯონ ნიუკომბი 5–7, 6–3, 4–6, 6–7(7–9)
მარცხი 1975 უიმბლდონი ბალახი   არტურ ეში 1–6, 1–6, 7–5, 4–6
მარცხი 1975 აშშ-ის ღია პირველობა თიხა   მანუელ ორანტესი 4–6, 3–6, 3–6
გამარჯვება 1976 აშშ-ის ღია პირველობა (2) თიხა   ბიერნ ბორგი 6–4, 3–6, 7–6(11–9), 6–4
მარცხი 1977 უიმბლდონი ბალახი   ბიერნ ბორგი 6–3, 2–6, 1–6, 7–5, 4–6
მარცხი 1977 აშშ-ის ღია პირველობა თიხა   გილიერმო ვილასი 6–2, 3–6, 6–7(4–7), 0–6
მარცხი 1978 უიმბლდონი ბალახი   ბიერნ ბორგი 2–6, 2–6, 3–6
გამარჯვება 1978 აშშ-ის ღია პირველობა (3) ჰარდი   ბიერნ ბორგი 6–4, 6–2, 6–2
გამარჯვება 1982 უიმბლდონი (2) ბალახი   ჯონ მაკინროი 3–6, 6–3, 6–7(2–7), 7–6(7–5), 6–4
გამარჯვება 1982 აშშ-ის ღია პირველობა (4) ჰარდი   ივან ლენდლი 6–3, 6–2, 4–6, 6–4
გამარჯვება 1983 აშშ-ის ღია პირველობა (5) ჰარდი   ივან ლენდლი 6–3, 6–7(2–7), 7–5, 6–0
მარცხი 1984 უიმბლდონი ბალახი   ჯონ მაკინროი 1–6, 1–6, 2–6

წყვილები: 3 (2–1) რედაქტირება

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
მარცხი 1973 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა   ილიე ნასტასე   ჯონ ნიუკომბი
  ტომ ოკერი
1–6, 6–3, 3–6, 7–5, 4–6
გამარჯვება 1973 უიმბლდონი (1) ბალახი   ილიე ნასტასე   ჯონ კუპერი
  ნილ ფრეიზერი
3–6, 6–3, 6–4, 8–9(3), 6–1
გამარჯვება 1975 აშშ-ის ღია პირველობა (1) თიხა   ილიე ნასტასე   ტომ ოკერი
  მარტი რისენი
6–4, 7–6

შერეული წყვილები: 1 (0–1) რედაქტირება

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
მარცხი 1974 აშშ-ის ღია პირველობა ბალახი   კრის ევერტი   პამელა ტიგუარდენი
  ჯეფ მასტერსი
1–6, 6–7

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები: 1 (1–0) რედაქტირება

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 1978 მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (1) ხალიჩა (დ)   ბიერნ ბორგი 6–4, 1–6, 6–4

(დ) – დახურული კორტი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Tennis' Top 20 of All Time“. espn.com. ციტირების თარიღი: 28 ოქტომბერი 2018.
  2. „THE 50 GREATEST PLAYERS OF THE OPEN ERA (M): NO. 10, JIMMY CONNORS“. tennis.com. ციტირების თარიღი: 28 ოქტომბერი 2018.
  3. „Top 10 Tennis Players Of All Time: Rafael Nadal, Roger Federer Or Pete Sampras The Greatest Men's Player In Open Era?“. ibtimes.com. ციტირების თარიღი: 28 ოქტომბერი 2018.