ჯილონგი (ინგლ. Geelong) — ქალაქი სამხრეთ ავსტრალიაში, ვიქტორიის შტატში. 2011 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 143 921 ადამიანს[1]. ავსტრალიის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით ქალაქ ჯილონგს 12-ე ადგილი უკავია. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 116,07 ადამიანს. ფართობი — 1240 კმ². ჯილონგი 75 კილომეტრითაა დაშორებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ მელბურნს. ჯილონგის ირგვლივ შექმნილია აგლომერაცია, რომლის შემადგენლობაშია რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი. ჯილონგი დაარსდა 1836 წელს. გაშენებულია პორტ-ფილიპის ყურის სანაპიროზე, ჯილონგში ჩამოედინება მდინარე ბარვონი. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო. ყოველწლიური ნალექების რაოდენობა შეადგენს 552.7 მმ-ს.

ქალაქი
ჯილონგი
ინგლ. Geelong
ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
შტატი ვიქტორია
კოორდინატები 38°09′00″ ს. გ. 144°21′00″ ა. გ. / 38.15000° ს. გ. 144.35000° ა. გ. / -38.15000; 144.35000
დაარსდა 1838
ფართობი 1240 კმ²
ცენტრის სიმაღლე 14 მეტრი
მოსახლეობა 143 921 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 116,07 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+10
ოფიციალური საიტი geelong.vic.gov.au
ჯილონგი — ავსტრალია
ჯილონგი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის აღწერა (2011 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2015-02-18.