ჯესიკა ლუის ვეირი (დ. 15 ოქტომბერი, 1984) — ინგლისელი მომღერალი და ქველმოქმედი. მისი სადებიუტო სტუდიური ალბომი „Devotion“ (2012), UK Albums Chart-ის ხუთეულში მოხვდა, შემდგომ კი, „Wildest Moments“-ის სახით სინგლი გამოუშვა. მისი შემდეგი ჩანაწერი „Tough love“, რომელიც 2014 წელს ჩაწერა, ლონდონში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ჯესის ლიამ მაკკლინის (სასცენო სახელი — ჯოკერი) და აარონ ჯერომის (სასცენო სახელი — SBTRKT)-ის კონცერტებზე და ჩანაწერებშიც უმღერია, როგორც ვოკალისტს.[1] 2017 წლის ოქტომბერს, მან მისი მესამე ალბომი, სახელად „Glass House“-ი გამოუშვა.

ჯესი ვეირი

ვეირი 2017 წელს
დაბადების სახელი ჯესიკა ლუის ვეირი
დაბადების თარიღი 15 ოქტომბერი, 1984 (1984-10-15) (39 წლის)
ჰამერსმითი
ეროვნება ინგლისელი
მოქალაქეობა ინგლისის დროშა ინგლისი
საქმიანობა
  • მომღერალი
  • ქველმოქმედი
აქტიური 2009-დღემდე
შვილ(ებ)ი 2
ნათესავები ჰანა ვეირი

ადრინდელი ცხოვრება რედაქტირება

ჯესი ვეირი „დედოფალი ჩარლოტას საავადმყოფოში“ დაიბადა, ჰამერსმითში, 1984 წლის 15 ოქტომბერს.[2] იგი გაიზარდა კლაფჰამში, ლონდონში.[3][4] არის ელენის, სოციალური მუშაკის, და ჯონ ვეირის, BBC-ის დოკუმენტარული პროგრამის „Panorama“-ს მომხსენებლის ქალიშვილი. მშობლების განქორწინებისას ჯესი 10 წლის იყო. იგი ბრიტანელი მსახიობის, ჰანა ვეირის უმცროსი დაა.[5][6][7] დედამისი-ელენი, ჯესის მუსიკალურ კარიერას თავიდანვე მხარს უჭერდა, ჯესი დედამისს, „მის გმირად“ თვლიდა.[8] იგი ამბობს: „მან აგვღზარდა ჩემი და-ძმა და მე დიდი სიყვარულითა და სიხარულით, ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მე შემეძლო ის გამეკეთებინა რაც მე მსურდა.“ ჯესის დედა, ელენი ებრაელია, იგი ბავშვობიდან რელიგიურად იზრდებოდა.

კარეირა რედაქტირება

ჯესიმ დულვიჩში, სამხრეთ ლონდონში, „Alleyn“-ის დამოუკიდებელი, საგანმანათლებლო სკოლა დაამთავრა, რის შემდეგ, მან სწავლა „Sussex“-ის უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც იგი დაეუფლა ინგლისურ ლიტერატურას.[9]

სწავლის შემდეგ, მან მუშაობა გაზეთ „The Jewish Chronicle“-ს ჟურნალისტად დაიწყო, ხოლო შემდეგ, „The Daily Mirror“-ში, როგორც სპორტული ამბების ჟურნალისტი. ასევე სატელევიზიო კომპანიაში, „Love Production“-შიც მუშაობდა, სადაც მისი კოლეგა ერიკ ლეონარდო იყო, რომელიც ცნობილია მისი წიგნის, „გრეის ორმოცდაათი ელფერით“.[10]

ჯესი ალბომ „GlassHouse“-ის ჩაწერიდან ორი წლის შემდეგ სცენაზე დაბრუნდა.[11]

ქველმოქმედია რედაქტირება

ჯესი ვეირი გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩია ბანგლადეშში, კამერუნსა და მაკედონიაში, სადაც იგი მოგზაურობის დროს ნახულობს თუ როგორ ეხმარებიან იმ ბავშვებს, რომლებმაც ძალადობას თავი დააღწიეს. [12]

2014 წლის 15 ნოემბერს ჯესი საქველმოქმედო ჯგუფს Band Aid 30-ს შეუერთდა, რომლებთანაც, სიმღერის უახლესი ვერსია „Do They Know It’s Christmas?“-ი ჩაწერა, შეგროვებული თანხა აღმოსავლეთ აფრიკისთვის, საქველმოქმედოდ გამოიყენეს.[13]

პერსონალური ცხოვრება რედაქტირება

2014 წლის აგვისტოს, ჯესი თავის ბავშვობის მეგობარზე, სემ ბეროუსზე დაქორწინდა, მათ 2016 წლის 15 აპრილს პირველი შვილი ეყოლათ, ხოლო 2016 წლის 8 სექტემბერს, მან თავისი მეოერე შვილის დაბადება აღნიშნა.[14] [15][16]

სქოლიო რედაქტირება

  1. Ferrier, Morwenna. (26 February 2012) One to watch: Jessie Ware. The Observer. ციტირების თარიღი: 26 April 2012.
  2. Jessie Ware. ციტირების თარიღი: 20 September 2019
  3. Barnett, Emma. (1 October 2012) Mercury nominee Jessie Ware on the 'sorority' dominating British music. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 16 January 2013.
  4. Jeremy Abbott. (23 March 2012) Hey sister, go sister, soul sister, flow sister. Ponystep. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 January 2013.
  5. Births, Marriages & Deaths Index of England & Wales, 1916–2005.; at ancestry.com
  6. Jessie Ware interview. Time Out. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 16 January 2013.
  7. Jessie Ware reveals her secret ambition. The Jewish Chronicle (23 August 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 თებერვალი 2013. ციტირების თარიღი: 16 January 2013.
  8. Jessie Ware's My London. standard.co.uk (26 April 2013).
  9. One to watch: Jessie Ware Publisher: The Guardian newspaper. Published: 26 February 2012. Retrieved: 27 April 2013.
  10. Greig, Rob. (2012) Jessie Ware interview: Brixton girl, Jessie Ware, takes Kim Taylor Bennett on a tour of her hood. Time Out London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-13. ციტირების თარიღი: 2020-02-13.
  11. „Wakacyjne koncerty Jessie Ware w Gdańsku i Warszawie“. SOMusic (პოლონური). 2017-09-10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-14. ციტირების თარიღი: 2017-09-14.
  12. Jessie Ware, UNICEF UK Ambassador. unicef.org.uk (1 February 2018). ციტირების თარიღი: 14 June 2018.
  13. Band Aid 30 Line Up Announced. smoothradio.com (10 November 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 14 June 2018.
  14. Instagram photo by Jessie Ware • Apr 15, 2016 at 6:38pm UTC. ციტირების თარიღი: 10 August 2016.
  15. Jessie Ware: I didn't get maternity leave after birth of my daughter. ციტირების თარიღი: 30 April 2018.
  16. Jessie Ware welcomes her first child. Hello! (8 September 2016). ციტირების თარიღი: 30 April 2018.