ჯერმენ მიხეილის ძე გვიშიანი (დ. 24 დეკემბერი, 1928, ახალციხე, — გ. 18 მაისი, 2003, მოსკოვი) — რუსეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ფილოსოფოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი.

გენერალ-ლეიტენანტ მიხეილ გვიშიანის შვილი. 1951 წელს დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთირთობების ინსტიტუტი. 1951–1955 წლებში მსახურობდა სამხედრო–სასაზღვრო ძალებში. 1955 წლიდან მუშაობდა სსრკ მინისტრთა საბჭოს ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტში, 1957 წლიდან — სახელმწიფო სამეცნიერო ტექნიკურ კომიტეტში. 1962 წლიდან იყო სახელმწიფო საკოორდინაციო სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, 1965 წლიდან — სსრკ მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 1976-1992 წლებში მუშაობდა სსრკ მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტისა და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სისტემური გამოკვლევების სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად. ასწავლიდა ფილოსოფიას მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1960–1968). მისი მეცნიერული კვლევის სფეროა ფილოსოფიის, სოციოლოგიის, მართვის თეორიისა და სოციალური ორგანიზაციის სისტემური ანალიზის პრობლემები.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი რედაქტირება

  • რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1979-)
  • რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1970-)

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • Организация и управление : Социологический анализ буржуазных теорий (ავტორი). - Москва, Наука, 1970. - 382с.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება