ჯერალდტონი (ინგლ. Geraldton) — ქალაქი ავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, დასავლეთ ავსტრალიის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 31 349 ადამიანს[1], ავსტრალიის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით ამ ქალაქს 42-ე ადგილი უკავია. ქალაქის ფართობი შეადგენს 189 კმ²-ს. შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ პერტიდან დაშორებულია 424 კილომეტრით. ჯერალდტონი არის საპორტო ქალაქი, რომელიც გაშენებულია ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. დაარსდა 1850 წელს. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო.

ქალაქი
ჯერალდტონი
ინგლ. Geraldton
ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
შტატი დასავლეთი ავსტრალია
კოორდინატები 28°46′44″ ს. გ. 114°36′25″ ა. გ. / 28.77889° ს. გ. 114.60694° ა. გ. / -28.77889; 114.60694
დაარსდა 1850
ფართობი 189 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0 მეტრი
მოსახლეობა 31 349 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 165,87 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
საფოსტო ინდექსი 6530
ოფიციალური საიტი cgg.wa.gov.au
ჯერალდტონი — ავსტრალია
ჯერალდტონი
ჯერალდტონი — დასავლეთი ავსტრალია
ჯერალდტონი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის აღწერა (2011 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2015-02-21.