ჯერალდინ ფიცჯერალდი

ჯერალდინ მერი ფიცჯერალდი (ინგლ. Geraldine Mary Fitzgerald; დ. 24 ნოემბერი, 1913 – გ. 17 ივლისი, 2005) [1]ირლანდიელი მსახიობი. [2] 2020 წელს ის ირლანდიის საუკეთესო კინომსახიობთა სიაში The Irish Times-ში 30-ე ადგილზე გავიდა. [3]

ჯერალდინ ფიცჯერალდი

ჯერალდინი 1956 წელს
დაბადების სახელი ჯერალდინ მერი ფიცჯერალდი
დაბადების თარიღი 24 ნოემბერი, 1913
გრეისტოუნსი, უიკლოუს საგრაფო, ირლანდია
გარდაცვალების თარიღი 17 ივლისი, 2005 (91 წლის)
მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება ირლანდიელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1932–1991
მეუღლე(ები) ედუარდ ლინდსი-ჰოგ (1936-1946)
სტიუარტ შეფტელი (1946-1994)
შვილ(ებ)ი 2

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ფიცჯერალდი დაიბადა გრეისტოუნსში, უიკლოუს ოლქში, დუბლინის სამხრეთით. იყო ედიტ კეტრინის და ედუარდ მარტინ ფიცჯერალდის ქალიშვილი. მამამისი კათოლიკე იურისტი იყო. [4] დედა კი პროტესტანტი, რომელიც შემდგომ კათოლიკურ აღმსარებლობაზე გადავიდა.

მხატვრობას დუბლინის ხელოვნების სკოლაში სწავლობდა. დეიდის, მსახიობის, შელა რიჩარდსის შთაგონებით, ფიცჯერალდმა სამსახიობო კარიერა 1932 წელს დუბლინის კარიბჭის თეატრში დაიწყო. შემდეგ გადავიდა ლონდონში, [5] სადაც მან წარმატებას მიაღწია და მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ბრიტანულ ფილმში, მათ შორისაა The Mill on the Floss, Turn of the Tide და Cafe Mascot.

კარიერა რედაქტირება

ფიცჯერალდის კარიერა წარმატებული აღმოჩნდა, თამაშობდა ბროდვეის თეატრში, ნიუ-იორკში. მისი ამერიკული დებიუტი შედგა მერკურის თეატრის სპექტაკლში, სახელწოდებით „Heartbreak House“. ჰოლივუდის პროდიუსერმა ჰალ ბ. უოლისმა ამ სპექტაკლით ფიცჯერალდის ნიჭი დაინახა და შემდგომ კონტრაქტი Warner Bros-თან გააფორმებინა. [6] მან მოიპოვა ორი მნიშვნელოვანი წარმატება 1939 წელს: როლი ბეტ დევისის ფილმში Dark Victory [7] და ოსკარის ნომინაცია მისი მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის, როგორც იზაბელა ლინტონი უილიამ უაილერის ფილმში ქარიშხლიანი უღელტეხილი.

შემდეგ ის გამოჩნდა ფილმებში ბრწყინვალე გამარჯვება (1941), გეი დები (1942), უყურეთ რაინს (1943) და უილსონი (1944), თუმცა მისი კარიერული წარმატება შეაფერხა სტუდიის მენეჯმენტთან არსებულმა უთანხმოებამ. მან დაკარგა ბრიჯიდ ო'შონესის, ბოროტმოქმედის როლი ფილმში მალტის ფალკონი (1941), აღმასრულებელ ჯეკ ლ. უორნერთან უთანხმოების შემდეგ. თუმცა, აგრძელებდა მუშაობას 1940-იანი წლების განმავლობაშიც, ჯონ გარფილდთან ერთად ითამაშა Warner Bros.-ის კრიმინალურ დრამაში არავინ ცხოვრობს სამუდამოდ (1946).

1946 წელს, სამ უცნობზე მუშაობის დასრულების შემდეგ, მან დატოვა ჰოლივუდი და დაბრუნდა ნიუ-იორკში, სადაც დაქორწინდა სტიუარტ შეფტელზე, ისიდორ შტრაუსის შვილიშვილზე. იგი დაბრუნდა ბრიტანეთში და ითამაშა ფილმში, So Evil My Love (1948). კარგი შეფასებები მიიღო სპექტაკლში ალკოჰოლიკი ახალგაზრდა ქალის თამაშისთვის. სანამ შეერთებულ შტატებში დაბრუნდებოდა გადაიღეს ფილმში The Late Edwina Black (1951). 1955 წლის 18 აპრილს გახდა შეერთებული შტატების ნატურალიზებული მოქალაქე. [8]

ფიცჯერალდი სცენაზე მსახიობობას დაუბრუნდა, მან დიდი აღიარება მოიპოვა თავისი შესრულებით 1971 წელს, როდესაც ითამაშა სპექტაკლში, სახელწოდებით Long Day's Journey Into Night. წარმატებას მიაღწია როგორც თეატრის რეჟისორმაც; 1982 წელს, იგი გახდა ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელმაც მიიღო ტონი ჯილდო ნომინირებული სპექტაკლის საუკეთესო რეჟისურისთვის. აღნიშნული ჯილდო მას Mass Appeal-ის წარმოებისთვის მიენიჭა.[9] ნიუ-იორკში ყოფნისას ფიცჯერალდი თანამშრომლობდა დრამატურგთან ჯონათან რინგკამპთან, რათა დაეარსებინა ბრუკლინის ქუჩის თეატრალური კომპანია.

ჯერალდინ ფიცჯერალდი გამოჩნდა ისეთ სატელევიზიო სერიალებში, როგორიცაა: ალფრედ ჰიჩკოკის საჩუქრები, რობერტ მონტგომერის საჩუქრები, შიშველი ქალაქი, ქალაქი სხვაგან, ოქროს გოგოები და კეგნი და ლეისი. მას რეგულარული როლი ჰქონდა 1965 წლის CBS--ის ხანმოკლე სერიალში ჩვენი პირადი სამყარო. 1987 წელს ტიტულოვანი როლი შეასრულა სატელევიზიო სერიალში მეიბლი და მაქსი, რომლის პროდიუსერი ბარბრა სტრეიზანდი იყო. მან მიიღო ემის ჯილდოს ნომინაცია 1988 წელს მოწვეული როლისთვის სერიალში, ოქროს გოგოები, სადაც მთლიანობაში ორჯერ ითამაშა სხვადასხვა ეპიზოდში, თუმცა განსხვავებული როლით. ასევე, მოიგო დეითაიმ ემი ჯილდო, როგორც საუკეთესო მსახიობი ქალი, რომელიც მას მიენიჭა NBC Special Treat-ის ეპიზოდში გამოჩენისთვის.

1960 წლის 8 თებერვალს კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.[10]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

 
ჯერალდინ ფიცჯერალდი და სამი წლის მაიკლ ლინდსი-ჰოგი, 1944 წ.

ფიცჯერალდი დაქორწინდა სერ ედვარდ ლინდსი-ჰოგზე, ლონდონში 1936 წლის 18 ნოემბერს. იგი განქორწინდა რენოში 1946 წლის 30 აგვისტოს. [11] მას ჰყავდა ერთი ვაჟი, რეჟისორი მაიკლ ლინდსი-ჰოგი, პირველი ქორწინებიდან და ქალიშვილი, სიუზან შტეფელი, მეორე ქორწინებიდან. 1946-1994 წლებში დაქორწინებული იყო სტიუარტ შტეფელთზე.

ინგლისელი მსახიობი ტარა ფიცჯერალდი ფიცჯერალდის დისშვილია.

გარდაიცვალა 91 წლის ასაკში ნიუ-იორკში, ალცჰეიმერის დაავადებასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ. დაკრძალულია ბრონქსის ვუდლაუნის სასაფლაოზე. [12]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Geraldine Fitzgerald - Gifted actor who re-emerged as a stage director when her film fame faded. The Guardian (July 20, 2005).
  2. Members. Theater Hall of Fame.
  3. Clarke, Donald; Brady, Tara (June 13, 2020). „The 50 greatest Irish film actors of all time –in order“. The Irish Times. Dublin. ციტირების თარიღი: January 3, 2021.
  4. Adams, Bernard (July 19, 2005). „Geraldine Fitzgerald: Independent-minded actress“. The Independent. London. ციტირების თარიღი: 15 August 2015.
  5. „Heartbreak House“. Playbill. May 2, 1938. ციტირების თარიღი: September 2, 2015.
  6. Lyman, Rick (July 19, 2005). „Geraldine Fitzgerald, 91, Star of Stage and Film, Dies“. The New York Times. ციტირების თარიღი: August 26, 2015.
  7. „Geraldine Fitzgerald“. The Daily Telegraph. London. ციტირების თარიღი: 15 August 2015.
  8. Grealdine Fitzgerald Scheftel naturalization papers. ციტირების თარიღი: November 9, 2015
  9. Geraldine Fitzgerald. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 31, 2016. ციტირების თარიღი: თებერვალი 8, 2022.
  10. Geraldine Fitzgerald. ციტირების თარიღი: August 15, 2015
  11. „Geraldine Fitzgerald Divorced“. The New York Times. August 31, 1946. ციტირების თარიღი: September 2, 2015.
  12. Resting Places: The Burial Sites of More Than 14,000 Famous Persons.