ჯენეს დიდი მეჩეთი უდიდესი ტალახის აგურით ნაგები შენობაა მსოფლიოში და მრავალ არქიტექტორთა მიერ სუდანურ-საჰელიური არქიტექტურული სტილის უდიდეს მიღწევად მიიჩნევა, მნიშვნელოვანი ისლამური გავლენით. მეჩეთი ქალაქ ჯენეში, მალი, მდებარეობს, მდ. ბანის დელტაზე. მის ადგილას პირველი მეჩეთი აიგო მე-13 საუკუნეში, ამჟამინდელი სტრუქტურა კი 1907 წლით თარიღდება. ეს მეჩეთი ამჟამად აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ჯენეს ძველ ქალაქთან ერთად მეჩეთი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი 1988 წელს.

ჯენეს მეჩეთის განთქმულ მინარეთთა ტრიო ქალაქის ცენტრალურ ბაზარს გადაჰყურებს.
მეჩეთის მთავარი შესასვლელი ჩრდილოეთიდან.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 116
ინგლ.რუს.ფრ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება