ჯეიჰუნ ჰაჯიბეილი (აზერ. Ceyhun Əbdül Hüseyn oğlu Hacıbəyli; 1891 წლის 3 თებერვალი, შუშა — 1962 წელი, პარიზი) — აზერბაიჯანელი პუბლიცისტი და საზოგადოებრივი მოღვაწე, აზერბაიჯანული ემიგრაციის წარმომადგენელი, ცნობილი აზერბაიჯანელი კომპოზიტორის უზიერ ჰაჯიბეკოვის ძმა.

ჯეიჰუნ ჰაჯიბეილი
აზერ. Ceyhun Hacıbəyli
სრული სახელი ჯეიჰუნ აბდულ-ჰუსეინ-ოღლუ ჰაჯიბეილი
დაბადების თარიღი 3 თებერვალი, 1891(1891-02-03)
დაბადების ადგილი შუშის რაიონი
გარდაცვალების თარიღი 22 ოქტომბერი, 1962(1962-10-22) (71 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი
დასაფლავებულია პარიზი
საქმიანობა მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი და დიპლომატი
ენა აზერბაიჯანული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საფრანგეთი
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მეუღლე ზახრა ხანიმ ჰაჯიგასიმოვა

ბიოგრაფია რედაქტირება

ჯეიჰუნ ჰაჯიბეილი დაიბადა 1891 წელს ქალაქ შუშა. შუშაში დაამთავრა რუსულ-თათრული სკოლა და სწავლა გააგრძელა ბაქოში. შემდგომ გაემგზავრა სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად. პეტერბურგის შემდეგ, ჰაჯიბეილი მიემგზავრება საფრანგეთში, პარიზში აბარებს სორბონის უნივერსიტეტში. XX საუკუნის დასაწყისში ჯეიჰუნ ჰაჯიბეილი აქტიურად თანამშრომლობს ბაქოურ პრესასთან. გაზეთებში «კასპია», «ირშარდი» და «ტარაგში» გამოცემული სტატიების გარდა ის აგრეთვე დაკავებული იყო რუსულენოვანი ბაქოში გამოშვებული გაზეთი «აზერბაიჯანი»-ის რედაქტირებით.

 
ჯეიჰუნ ჰაჯიბეილი (მარჯვნიდან მეორე) პარიზის მსოფლიო კონფერენციის მიმდინარეობის დროს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციის შემადგენლობაში

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შემდგომ ჰაჯიბეილი დაინიშნა გაზეთ «აზერბაიჯანი»-ის — მთავრობის ოფიციალური ბეჭვდითი ორგანოს რედაქტორად. 1919 წელს ალიმარდან-ბექის ხელმძღვანელობით წარმოდგენილი აზერბაიჯანის დელეგაციის შემადგენლობაში ჯეიჰუნ ჰაჯიბეილი გაემგზავრა საფრანგეთში ვერსალის მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. 1920 წელს, როდესაც აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ შეწყვიტა არსებობა, ის არ დაბრუნდა აზერბაიჯანში და სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც აზერბაიჯანის ისტორიისა და კულტურის პროპაგანდის აქტიური საქმიანობა გააჩაღა. აზერბაიჯანელი პოეტების: ვილადის, ნაბატის, კასუმბექის, ზაქირასა და სხვათა უამრავი ლექსი ითარგმნა მის მიერ ფრანგულ ენაზე. მის კალამს ეკუთვნის მთელი რიგი სტატიები, დაწერილი სხვადასხვა ფილოლოგიურ და ლიტერატურათმცოდნეობის თემაზე («ხაფიზ შირაზი», «ფირდოუსის ცხოვრება», «აზერბაიჯანელი პოეტი ქალები» და სხვანი). საფრანგეთში ცხოვრების განმავლობაში ჰაჯიბელიმ გამოაქვეყნა თავისი სტატიები სხვადასხვა ფრანგულ ჟურნალებსა და გაზეთებში, უშუალო მონაწილეობას ღებულობდა რადიო «თავისუფლების» აზერბაიაჯნული რედაქციის შექმნაში. აქტიურად თანამშრომლობდა კავკასიურ საზღვარგარეთულ პრესაში, შედეგად პარიზში დაარსებულ ჟურნალ «კავკაზ»-თან, რომელიც შემდგომ პარიზში და მიუნხენში გამოდიოდა ჟურნალი «აზერბაიჯანი»-ის სახით. 1925 წელს დიად ფრანგულ ლოჟაში პარიზულ ლოჟაში კავკასიის წარმომადგეენელთათვის შექმნილ საზოგადოებაში «ოქროს საწმისი», მასონად იქნა ნაკურთხი.[1]

 
ჯეიჰუნ ჰაჯიბეილი 1961 წელს

ჰაჯიბეილი არის ბევრი საავტორო ნოველებისა და მოთხრობების, აზერბიაჯანის ისტორიის, ენისა და ლიტერატურისადმი მიძღვნილი სამეცნიერო შრომებისა და სტატიების ავტორი. მისი ნოველა «ჰაჯი კარიმის დილა» გამოქვეყნებული იყო გაზეთ «კასპიაში». აგრეთვე ის იყო კვლევების «ბაბეკი და არანის უძველესი სახელმწიფო», «ქალაქების ბაქოსა და ბარდის ისტორია», ირანელი პოეტების ა. ფირდოუსისა და შირაზის შემოქმედებისადმი მიძღვნილი სტატიების ავტორი. ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მისი შრომებიდან არის «ყარაბახის დიალექტისა და ფოლკლორის» კვლევა, რომელიც გამოცემული იყო პარიზში «ორი სამყაროს ჟურნალში» 1934 წელს. ამ ჟურნალის გვერდებზე დატანილ იქნა მისი კიდევ ორი შრომა: «აზერბაიჯანის ისტორიიდან. აბასკული აგა ბაკიხანოვი» და «სსრკ ინტელექტუალური პოტენციალი». ჯეიჰუნ ჰაჯიბეილის განსაკუთრებული

ყურადღება მიიზიდა ქალთა თვითგამოვლინებისა და თანასწორობის პრობლემებმა, მათმა როლმა საზოგადოებრივ საქმიანობასა და სოციალურ ბრძოლაში. 1959 წელს სსრკ-ს შესწავლის ინსტიტუმა მიუნხენში გამოაქვეყნა მისი კვლევის შედეგები — წიგნი დასახელებით «ანტიისლამური პროპაგანდა და მისი მეთოდები აზერბაიჯანში». ჯეიჰუნ ჰაჯიბეილი გარდაიცვალა 1962 წელს პარიზში და იქვე იქნა დაკრძალული.

სქოლიო რედაქტირება

  1. Abid Tahirli (209) Ceyhun Hacıbəylinin həyat və yaradıcılıq yolu Bakı: Elm və təhsil. səh. 49. ISBN 978-9952-8175-0-7