ჯეისონ ჯორდან სიგელი (ინგლ. Jason Jordan Segel; დ. 18 იანვარი, 1980, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი, სცენარისტი, ავტორი და პროდიუსერი. სახელი გაითქვა სერიალში „როგორ შევხვდი დედათქვენს“ შესრულებული მარშალ ერიკსენის და სერიალში „ხულიგნები და ხუთოსნები“ შესრულებული ნიკ ანდროპოლისის როლებით.

ჯეისონ სიგელი
დაბადების თარიღი 18 იანვარი, 1980 (1980-01-18) (44 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
ეთნიკურად ებრაელი,
ინგლისელი,
შოტლანდიელი,
ირლანდიელი,
ფრანგი
პროფესია მსახიობი
სცენარისტი
პროდიუსერი
აქტიური 1998-დღემდე
მშობლები მამა: ოლვინ სიგელი
დედა: ჯილიან ჯორდანი

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ჯეისონ სიგელი დაიბადა 1980 წლის 18 იანვარს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი მშობლები არიან ადვოკატი ოლვინ სიგელი და მისი ცოლი, ჯილიან სიგელი (დ. 1952, ქალიშვილობის გვარია ჯორდანი)[1][2][3][4]. მას ჰყავს უფროსი ძმა, ადამი[1] და უმცროსი და, ელისონი[5].

სიგელის მამა წარმოშობით ებრაელია[6], ხოლო დედა არის ინგლისელი, შოტლანდიელი, ირლანდიელი და ფრანგი[7]. როგორც თავად განაცხადა, იგი იუდაისტური წესებით იზრდებოდა[8], ისევე, როგორც „ცოტათი სხვა ყველაფრითაც“[9]. იგი ებრაულ სკოლაში დაიბადა და ბარმიცვაც ჰქონდა, თუმცა იგი დედის გავლენით ასევე დადიოდა წმინდა მათეს სახელობის სამრევლო სკოლაშიც, რომელიც კერძო საეპარქიო სკოლა იყო[10][11].

დაწყებითი და საშუალო სკოლის შემდეგ მან სწავლა ჰარვარდ-უესტლეიკის სკოლაში გააგრძელა. აქ მისი სიმაღლე (1.93 მ) დაეხმარა, რომ 1996-97 წლებში CIF-ის ვაჟთა საკალათბურთო გუნდის აქტიური წევრი გამხდარიყო[12].

კარიერა რედაქტირება

 
ჯეისონ სიგელი, ნილ პატრიკ ჰარისი და ჯოს ვედონი 2011 წელს

სიგელის სამსახიობო დებიუტი 1998 წელს შედგა ფილმში „მოცდა არ შემიძლია“ შესრულებული მეტის როლით. ამას მოჰყვა ამავე წელს კიდევ ორ ფილმში „მკვდარი კაცი კამპუსში“ და „SLC Punk!“ შესრულებული როლები.

უკვე 1999 წელს სერიალში „ხულიგნები და ხუთოსნები“ სიგელი დაამტკიცეს მთავარ, ნიკ ანდროპოლისის როლზე, რომელსაც იგი ბოლომდე, 2000 წლამდე ასრულებდა. სერიალი მისთვის ცნობადობის მომტანი აღმოჩნდა, რის გამოც შემდეგი წლების განმავლობაში მარტივად იღებდა როლებს ფილმებში.

2005 წელს იგი სერიალში „როგორ შევხვდი დედათქვენს“ დაამტკიცეს ერთ-ერთ მთავარ, მარშალ ერიკსენის როლზე. სერიალში იგი 2014 წლამდე თამაშობდა[13] ისეთ ცნობილ მსახიობებთან ერთად, როგორებიც არიან: ელისონ ჰანიგანი, ნილ პატრიკ ჰარისი, ჯოშ რედნორი, კობი სმულდერსი, ჯენიფერ მორისონი, კაილ მაკლაქლენი და ა.შ. მარშალის როლი მისთვის განსაკუთრებული წარმატებისა და პოპულარობის მომტანი აღმოჩნდა. 2009 წელს ანიმაციურ ტელესერიალში „გრიფინები“ გაახმოვანა მარშალ ერიკსენი.

2015 წელს ფილმში „ტურის დასასრული“ შეასრულა დევიდ ფოსტერ უოლისის როლი. 2017 წელს კი ფილმში „აღმოჩენა“ თამაშობდა უილ ჰარბორის როლს. ამას მოჰყვა 2018 წელს შესრულებული ჰენრის როლი ფილმში „კვირას მოდი“ და 2019 წელს მიღებული დენ ფოშეს როლი ფილმში „ჩვენი მეგობარი“. 2020 წელს სერიალში „დისპეჩერი არსაიდან“ ასრულებს პიტერის როლს. ამავე წელს მან ასევე სერიალში „საოჯახო ფილმი: პატარძალი პრინცესა“ შეასრულა ფეზიკის როლი.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ჯეისონი არის საყოველთაო ცხოვრების ეკლესიის უფლებამოსილი მსახური[14], რის გამოც მას 2010 წლის 6 ივლისის შემდეგ აქვს წყვილების დაქორწინების უფლება[15]. რაც შეეხება თავად მის პირად ცხოვრებას, იგი 2012-2013 წლებში ხვდებოდა მსახიობ მიშელ უილიამსს.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 "Jason Segel". TV Guide. Archived from the original on July 14, 2014. Retrieved June 17, 2014.
  2. Mills, Nancy (July 8, 2010). "'Despicable Me' star Jason Segel really gets into his roles". USA Today. Archived from the original on July 11, 2010. Retrieved September 2, 2010.
  3. "Now Trending: Jason Segel reveals he made his mother cry with full-frontal nudity scene". The Globe and Mail. Archived from the original on March 4, 2016. Retrieved September 1, 2017.
  4. "Jason Segel - Latest news, videos, and information" დაარქივებული 2014-07-14 საიტზე Wayback Machine. . today.com. Archived from the original on July 14, 2014. Retrieved July 2, 2014.
  5. Abele, Robert (April 13, 2008). "This breakup really broke up Jason Segel". Los Angeles Times. Archived from the original on October 17, 2014. Retrieved April 17, 2020.
  6. Tobin, Andrew (July 30, 2015). "Actor Jason Segel opens up about childhood as Jewish outsider". Jewish Telegraphic Agency. Archived from the original on July 5, 2018. Retrieved July 5, 2018.
  7. "Turning nasty was no stretch for Sarah Marshall's Jason Segel" დაარქივებული 2010-09-20 საიტზე Wayback Machine. . The Sydney Morning Herald. September 2, 2010. Archived from the original on September 20, 2010. Retrieved September 2, 2010.
  8. Bloom, Nate (March 31, 2009). "Interfaith Celebrities: Jason Segel on the Benefits of Not Fitting In" დაარქივებული 2012-05-18 საიტზე Wayback Machine. . InterfaithFamily.com. Archived from the original on May 18, 2012. Retrieved August 10, 2012.
  9. Pfefferman, Naomi (April 24, 2012). "Jason Segel on the universe—and 'The Five Year Engagement'". The Jewish Journal of Greater Los Angeles. Archived from the original on July 5, 2018. Retrieved August 10, 2012.
  10. Pfefferman, Naomi (March 15, 2012). "Segel's starry-eyed man-child amuses and moves us". The Jewish Journal of Greater Los Angeles. Archived from the original on July 5, 2018. Retrieved August 10, 2012.
  11. Andrew Tobin, "Actor Jason Segel opens up about childhood as Jewish outsider" Archived August 2, 2015, at the Wayback Machine, July 30, 2015 |...attending Christian school during the day and Hebrew school at night. "At Christian school you’re the Jewish kid, and at Hebrew school you’re the Christian kid. I think that's the nature of groups," he said. "And so everyone wants to compartmentalize people. And I think I decided at that point, like OK, its me versus the world, kind of."
  12. "Jason Segel Biography" Archived June 6, 2013, at the Wayback Machine. Buddy TV. Retrieved February 6, 2013.
  13. Finke, Nikki (December 21, 2012). "EXCLUSIVE: 'How I Met Your Mother' To Return For Season 9; Cast Deals Closed Today After Jason Segel Turnaround; Show Was Given Up For Dead Until 11th Hour". Deadline.com. Archived from the original on April 10, 2013. Retrieved April 17, 2013.
  14. "Ordained Minister Jason Segel Marries Couple on 'Tonight Show' (VIDEO)" დაარქივებული 2013-10-21 საიტზე Wayback Machine. . Aoltv.com. Archived from the original on October 21, 2013. Retrieved August 10, 2012.
  15. Karpel, Ari (December 10, 2010). "Kevin Smith, Kathy Griffin and Jason Segel Officiate at Weddings". The New York Times. Archived from the original on February 6, 2017. Retrieved February 9, 2017.