ჯეინ ოსტინი, (ინგლ. Jane Austen; დ. 16 დეკემბერი, 1775 — გ. 18 ივლისი, 1817) — ინგლისელი მწერალი, რომანისტი, ინგლისური ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელიც ცნობილია თავისი 6 ძირითადი რომანით.[14] ჯეინ ოსტინს მოიხსენიებენ, როგორც სენტიმენტალიზმის სკოლის უბდალო წარმომადგენლად ასევე ინგლისური რეალიზმის წინამორბედად. მისი ლიტერატურული საქმიანობა XVIII ს-ის ბოლო და XIX საუკუნის დასაწყისში მიმდინარეობდა.[15] ჯეინ ოსტინის პირველი რომანი „გრძნობა და გონება“, 1811 წელს გამოქვეყდა და იმთავითვე მოიპოვა აღიარება. მას მალევე მოჰყვა „სიამაყე და მცდარი აზრი“, „მენსფილდ-პარკი“, „ემა“ და სხვა.

ჯეინ ოსტინი
ინგლ. Jane Austen
დაბადების თარიღი 16 დეკემბერი, 1775(1775-12-16)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბადების ადგილი სტივენტონი[7] [8] [9] [4]
გარდაცვალების თარიღი 18 ივლისი, 1817(1817-07-18)[9] [10] [3] [2] [5] [6](41 წლის)
გარდაცვალების ადგილი უინჩესტერი[7] [8]
დასაფლავებულია ვინჩესტერის ტაძარი[11]
საქმიანობა მწერალი[9] [5] [12] , ნოველისტი და რომანისტი[7]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
 დიდი ბრიტანეთის სამეფო
ალმა-მატერი Reading Abbey Girls' School[13] და Bournemouth University
ჟანრი სასიყვარულო რომანი და გოთიკური ლიტერატურა
Magnum opus სიამაყე და ცრურწმენა, ემა, რწმენა, გრძნობა და მგრძნობელობა, მენსფილდ-პარკი და Northanger Abbey
მეუღლე [4]
ხელმოწერა

ბიოგრაფიულო ცნობები რედაქტირება

მცირე ბიოგრაფიული ცნობები ჯეინ ოსტინის ცხოვრების შესახებ მისი წერილებიდან და ოჯახის წევრების ჩანაწერებიდან შემოგვრჩა. მწერალმა მთელი სიცოცხლის განმავლობაში 3000 წერილი დაწერა, რომლიდანაც მხოლოდ 160-მა მათგანმა მოაღწია ჩვენამდე. უმეტესი მათგანი ოსტინმა დას, კასანდრას მიწერა.[16]

ბიოგრაფია რედაქტირება

ჯეინ ოსტინის დაიბადა 1775 წლის 16 დეკემბერს სტივენტონში, ჰემფშირში. ის შვიდ და-ძმასთან ერთად იზრდებოდა. მამა, ჯორჯ ოსტინი მსახურობდა სტივენტონის ანგლიკანურ ეკლესიაში.დედა, მისის ოსტინი დიასახლისი იყო,რომელიც გამუდმებით თავისი ქალიშვილის,ჯეინის გათხოვებას ლამობდა.[17]

სიცოცხლის განმავლობაში ოსტინი რეგულარულად დადიოდა ეკლესიაში, მეგობრებთან და მეზობლებთან. არ ტოვებდა არც ერთ მეჯლისს რომელიც იმართებოდა მახლობლად და ხშირად ხმამაღლა უკითხავდა ახლობლებს საკუთარ ნოველებს. როგორც მისი ძმა, ჰენრი იხსენებდა, ჯეინს ძალიან უყვარდა ცეკვა და კარგადაც გამოსდიოდა.

მას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ერთი წლით უფროს დასთან, კასანდრასთან, რომელიც მისი უახლოესი მეგობარი და მესაიდუმლე იყო.

განათლება რედაქტირება

1783 წელს ჯეინი და კასანდრა მამამ სასწავლებლად ოქსფორდში გაგზავნა მისის ენ ქოვლისთან სასწვალებლად, მაგრამ ამავე წლის შემოდგომაზე ორივე შინ დაბრუნდა. მიზეზი ტიფის დაავადება იყო, რამაც ჯეინი სიკვდილის პირასაც კი მიიყვანა.[18] ისინი სწავლას სახლში განაგრძობდნენ იქამდე, ვიდრე 1785 წელს ქალაქ რედინგის ქალთა სასწავლებელში არ გაგზავნეს, სადაც ასწავლიდნენ ფრანგულ ენას, ქარგვას, ცეკვას, სიმღერას და სამსახიობო ხელოვნებას. თუმცა 1786 წლის დეკემბრამდე გოგონებს სახლში დაბრუნება მოუწიათ. მიზეზი სასწავლებლის მაღალი გადასახადი იყო, რისი შესაძლებლობაც ჯორჯ ოსტინის მრავალშვილიან და მცირეშემოსავლიან ოჯახს არ ჰქონდა.[19]

 
კასანდრას მიერ დახატული ჯეინ ოსტინი1810 წელს

ჯეინ ოსტინმა და მისმა და-ძმამ განათლების მიღება სახლში, წიგნებიდან დაიწყეს. ჯორჯ ოსტინი არ ჰყოფდა მათ სქესის მიხედვით, ამიტომაც ჯეინი ძმების წიგნებიდანაც ბევრს სწავლობდა. ის იყენებდა როგორც მამის, ასევე ოჯახის მეგობრების ბიბლიოთეკებს.

ჯორჯ ოსტინს ტოლერანტული დამოკიდებულება ჰქონდა ქალიშვილის „სარისკო“ ექსპერიმენტების მიმართ, ამიტომაც დებს დაუნანებლად ამარაგებდა ძვირადღირებული ქაღალდით და საწერ-სახატავი მასალებით.[20]

ჯეინის ბავშვობაში მისი ოჯახი და სანათესაო ხშირად აწყობდა თეატრალურ წარმოგდენებს სახლში, რომეlთა უმეტესობა კომედიურ ჟანრს განეკუთვნება. სწორედ ამით ხსნიან ჯეინის წერის მანერას და მის ნოველებში გამოყენებულ იუმორს, ირონიასა თუ სატირას. ცნობილია რომ მან ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში სცადა დრამატული ნაწარმოების დაწერა და საკუთარი ნაწარმოებების შექმნა.

 
240.994x240.994პქ

ტომ ლეფროი რედაქტირება

როდესაც ჯეინ ოსტინი 20 წლის იყო, მეზობელს სტივენტონში სტუმრობდა ტომ ლეფროი 1795 წლის იანვრიდან 1796 წლის დეკემბრამდე. მას უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული ჰქონდა და ემზადებოდა ლონდონში გადასასვლელათ, რათა იქ ადვოკატის პროფესიას დაუფლებოდა. ლეფროი და ოსტინი ერთმანეთს, სავარაუდოდ მეჯლისზე ან სოციალურ შეკრებაზე შეხვდნენ და კასანდრასადმი მიწერილი წერილებიდან ცნობილია რომ ერთად დიდ დროს ატარებდნენ.

ოსტინის გადარჩენილი წერილებიდან ის კასანდრას ხშირად წერს ტომ ლეფროის შესახებ და ახასიათებს მას, როგორც „კარგი შესახედაობის, სასიამოვნო, ჯელტმენ ახალგაზრდას“. ხუთი დღის შემდეგ კი წერს რომ ის ერთი მეგობრისგან „შეთავაზებას“ ელოდება, რასაც „უარყოფს მანამ, სანამ არ დაჰპირდება რომ მოიშორებს თავის თეთრ მოსასხამს“. აშკარაა ის მზად იყო მომავალი ტომ ლეფროისთან დაეკავშირებინა („I will confide myself in the future to Mr Tom Lefroy, for whom I don’t give a sixpence“ and refuse all others.) მეორე დღეს კი დას წერს რომ, ეს ყველაფერი დასრულებული იქნება როდესაც წერილს მიიღებს („The day will come on which I flirt my last with Tom Lefroy and when you receive this it will be all over. My tears flow as I write at this melancholy idea“.)[21]

მიუხედავად იმისა, რომ პირად წერილებში ოსტინი ხშირად ირონიულად იხსენიებს ტომ ლეფროისთან დაკავშირებულ საკითხებს და ყველაფერ რომანტიულსა თუ სენტიმენტალურს, აშკარაა რომ მათ შორის არსებობდა გარკვეული კავშირი. თუმცა არცერთი ოჯახისთვის არ იყო პრაქტიკული მათი ქორწინება: არცერთ ჰქონდა ფული, ლეფროი კი დამოკიდებული იყო დიდ ბიძაზე, რომელიც ირლანდიაში იყო ფინანსური მოხელე და მის სწავლა-განათლებას უზრუნველყოფდა.

ადრეული ნაწერები (1796–1798) რედაქტირება

 
191.989x191.989პქ

1793–1795 წლებში მაშინ, როცა ოსტინი 18-20 წლის იყო, დაწერა ეპისტოლარული ნოველა ლედი სუზანი რომელსაც ხშირად ახასიათებენ როგორც ამბიციურ ნაწარმოებს, რომელიც მის სხვა ნაწერებს არ ჰგავს. ნოველის მთავარი გმირია ქალი რომელიც თავის ინტელიგენტით და მომხიბვლელობით მანიპულირებს მეგობრებით, ოჯახით და მიჯნურებით.

 
კასანდრას მიერ დახატული ჯეინ ოსტინი , 1804 წელი

ლედი სუზანის დასრულების შემდეგ ოსტინმა მუშაობა დაიწყო თავის პირველ დიდ რომანზე ელონორი და მერიენი. მისი დის თქმით ამ ნაწარმოებს მწერალი ოჯახს ჯერ კიდევ 1796 წლამდე უკითხავდა მოკლე ამბების და წერილების სახით.ნაწარმოები მხოლოდ 1811 წელს გამოქვეყნდა ანონიმურად. სწორედ მაშინ ეწოდა გრძნობა და გონება.

პირველის მერე ოსტინმა 1796 წლიდან დაიწყო მეორე ნოველაზე მუშაობა , რომელსაც პირველი შთაბეჭდილებები უწოდა (შემდგომში ეწოდა სიამაყე და მცდარი აზრი) და დაასრულა 1797 წელს 21 წლის ასაკში. ამ ნაწარმოებსაც ხმამაღლა უკითხავდა ოჯახს და თავის საუკეთესო, გამორჩეულ ნაშრომად თვლიდა. მამამ, ჯორჯ ოსტინმა პირველად სცადა გამოექვეყნებინა ჯეინის წიგნი და გააგზავნა კიდეც გამომცემლობაში 1797 წელს, მაგრამ უკან უარით დაუბრუნეს. სავარაუდოდ, ოსტინმა არც იცოდა ამის შესახებ.[22]

1798 წლის შუა ხანებში, ელონორის და მერიენის დამთავრების შემდეგ დაიწყო მუშაობა რიგით მესამე ნოველაზე სუზანი - შემდგომში ნორთენგერის სააბატო- სატირულ, გოთიკურ რომანზე.

ბათი და საუთჰემპტონი რედაქტირება

1800 წლის დეკემბერი ჯორჯ ოსტინი მოულოდნელად გაათავისუფლეს თანამდებობიდან რის გამოც მოუწია სტივენტონის დატოვება და ქალაქ ბათში გადმოსვლა. იმ ფაქტმა, რომ ჯეინს მოუწევდა დაეტოვებინა სახლი, რომელშიც გაიზარდა, მის პიროვნებაზე დიდი გავლენა იქონია. მის შემოქმედებაშიც 1801–1804 წლები ყველაზე უნაყოფოა. 1803 წელს ეცადა და დაიწყო მუშაობა ახალ რომანზე ვოტსონები, მაგრამ მალევე მამა გარდაეცვალა. ნაწარმოები კი დაუმთავრებელი დარჩა. 1802 წელს ჯეინ ოსტინმა ყველასთვის დანამდვილებით ცნობილი ქორწინების შემოთავაზება მიიღო თავისი მეგობრის ძმისგან, ჰარის ბიგ-ვიტერისგან მათთან სტუმრობისას. ჰარის ოქსფორდის უნივერსიტეტით ახლადდამთავრებული ჰქონდა. ოსტინი დათანხმდა პრაქტიკული მიზეზების გამო: ქორწინებით ჯეინი შეძლებდა ოჯახის დამარებას, დისთვის მუდმივი საცხოვრების გამოძებნას, საკუთარი ცხოვრების კომფორტით უზრუნველყოფას და ძმის კარიერისთვის ხელშეწყობას. მიუხედავად ამისა, მან ვერ შეძლო ამ ნაბიჯის გადადგმა. ჩვენ არ ვიცით, არ შემოგვრჩა მისი დამოკიდებულება თუ ჩანაწერი ამ შემოთავაზებასთან დაკავშირებით, მაგრამ ცნობილია რომ ჰარი ბიგ-ვიტერ ახასიათებდნენ, როგორც სიტყვაძუნწ ადამიანს, რომლის მოწონება ძალიან რთულია. 1814 წელს ჯეინს ბიძაშვილი, ფანი ნაითი წერილში სთხოვდა მიეცა მისთვის რაიმე რჩევა სერიოზულ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რაზეც უპასუხა, რომ მანამდე არ დათანხმებოდა ადამიანს ქორწინებაზე, სანამ ნამდვილად არ მოეწონებოდა, რადგან „ქორწინება სითბოსა და გრძნობის გარეშე არაფერია“ — წერდა ის. 1806[23] წელს ოსტინი ოჯახთან ერთად ძმასთან, ფრენკ ოსტინთან გადავიდა საცხოვრებლად საუთჰემფტონში.

 
ჩავტონის კოტეჯი — მწერლის სახლ-მუზეუმი

ჩავტონი რედაქტირება

დაახლოებით 1809 წელს ოსტინის ძმამ, ედვარდმა დედას და დებს შესთავაზა დასახლებულიყვნენ კოტეჯში, რომელიც ჩავტონის სოფელში მდებარეობდა და მის მფლობელობაში შედიოდა ჩავტონის მამულთან ერთად. ოჯახმა დაიმკვიდრა თავი ამ სახლსი და მშვიდი ცხოვრება დაიწყო. როგორც მათი ძმისშვილი, ანა წერს ისინი წყნარად ცხოვრობდნენ, დიდებული მკიტველები იყვნენ და ხშირად პატარებს ასწავლიდნენ კითხვას.[24]

 
ჯეინ ოსტინის საფლავი უინჩესტერის საკათედრო ტაძარში

გარდაცვალება რედაქტირება

ოსტინმა თავი შეუძლოდ იგძნო 1816 წლის დასაწყისში, მაგრამ ავადმყოფობის ნიშნებს ყურადღება არ მიაქცია. ის აგრძელებდა მუშაობას ნოველებზე ელიოტები და ძმები 1817 წლის შუა ხანებამდე, მაგრამ 18 მარტს უკვე საბოლოოდ დადო კალამი და დაანება წერას თავი.

 
გრძნობა და გონების პირველი გამოცემა ანონიმური სახელით „ლედი“ , 1811 წელი

მისი დაავადება ედისონის სახელითაა ცნობილი, იწვევს საერთო სისუსტეს, რევმატიზმს… მალევე შეექმნა სიარულის სირთულე და ლოგინს მიეჯაჭვა. მაისში კანასდრამ და ჯენრიმ უინჩესტერში წაიყვანეს სამკურნალოდ, სადაც მალევე, 17 ივლისს 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალეს უინჩესტერის საკათედრო ტაძარში. ეპითეტზე, რომელიც მისმა ძმამ შეადგინა, ჯეინ ოსტინის პიროვნული მახასიათებლეიდან „მისი გონების არაჩვეულებრივი ნიჭია“ აღნიშნული, მაგრამ მასზე, როგორც მწერალზე, არაფერია ნათქვამი.[25][26]

რომანები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Бельский А. А. Остин // Jane AustenМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 5.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France Jane Austen (1775-1817) — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 4.2 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  5. 5.0 5.1 5.2 BeWeB
  6. 6.0 6.1 A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — გვ. 24. — ISBN 978-1-85743-228-2
  7. 7.0 7.1 7.2 Аустен, Джен // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. АндреевскийСент-Питерсберг: Брокгауз — Ефрон, 1890. — Т. II. — С. 471.
  8. 8.0 8.1 Остин Джейн // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  9. 9.0 9.1 9.2 Бельский А. А. Остин // Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 5.
  10. Deutsche Nationalbibliothek Record #118505173 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  11. Jane Austen: A great English novelist - Winchester Cathedral
  12. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  13. Why did Jane Austen go to school in Reading?Museum of Reading.
  14. English Wikipedia https://en.wikipedia.org/wiki/Jane_Austen#cite_note-149
  15. Grundy, Isobel. „Jane Austen and literary traditions“. The Cambridge Companion to Jane Austen. Eds. Edward Copeland and Juliet McMaster. Cambridge: Cambridge University Press, 2014. ISBN 978-0-521-74650-2. 192–214
  16. Le Faye, Deirdre. „Letters“. Jane Austen in Context. Ed. Janet Todd. Cambridge: Cambridge University Press, 2005. ISBN 0-521-82644-6. 33–40
  17. Le Faye, Deirdre. Jane Austen: A Family Record. Second Edition. Cambridge: Cambridge University Press, 2004. ISBN 0-521-53417-8.
  18. ისინი
  19. Tomalin, Claire. Jane Austen: A Life. New York: Alfred A. Knopf, 1997. ISBN 0-679-44628-1.
  20. Collins, Irene. Jane Austen and the Clergy. London: The Hambledon Press, 1994. ISBN 1-85285-114-7.
  21. Halperin, John. „Jane Austen’s Lovers“. Studies in English Literature, 1500–1900 Vol. 25, No. 4, Autumn, 1985. 719–720
  22. Sutherland, Kathryn. „Chronology of composition and publication“. Jane Austen in Context. Ed. Janet Todd. Cambridge: Cambridge University Press, 2005. ISBN 0-521-82644-6. 12–22
  23. hubbard, susan. „Bath“. www.seekingjaneausten.com
  24. Grey, J. David. The Jane Austen Companion. New York: Macmillan Publishing Company, 1986. ISBN 0-02-545540-0
  25. Honan, Park. Jane Austen: A Life. New York: St. Martin’s Press, 1987. ISBN 0-312-01451-1.
  26. Tomalin, Claire. Jane Austen: A Life. New York: Alfred A. Knopf, 1997. ISBN 0-679-44628-1