ჯეილენ ბრაუნი
ჯეილენ მარსელეს ბრაუნი (ინგლ. Jaylen Brown; დ. 24 ოქტომბერი, 1996, მარიეტა, ჯორჯია) — ამერიკელი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდის, ბოსტონ სელტიქსის პროფესიონალი კალათბურთელი. ბრაუნი ერთო სეზონის განმავლობაში თამაშობდა კოლეჯის კალათბურთს გუნდ „კალიფორნია ოქროს დათვებთან“ ერთად. 2016 წლის NBA-ის დრაფტზე იგი ბოსტონ სელტიქსმა პირველი რაუნდის მესამე პიკად აირჩია.
ჯეილენ ბრაუნი | |
---|---|
ბრაუნი სელტიქსთან ერთად 2017 წელს | |
№ 7 – ბოსტონ სელტიქსი | |
მსუბუქი ფორვარდი/მსროლელი | |
პირადი ინფორმაცია | |
დაიბადა |
24 ოქტომბერი, 1996 მარიეტა, ჯორჯია |
ეროვნება | ამერიკელი |
უმაღლესი სკოლა | Wheeler (მარიეტა, ჯორჯია) |
სიმაღლე | 2.01 სმ სმ |
წონა | 100 კგ კგ |
კარიერა | |
კოლეჯი | California (2015–2016) |
NBA-ის დრაფტი | 2016 / რაუნდი: 1 / არჩევა: მესამე |
არჩეული ბოსტონ სელტიქსი | |
პროფესიონალური კარიერა | 2016–დღემდე |
კარიერის ისტორია | |
2016–დღემდე | ბოსტონ სელტიქსი |
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები | |
| |
სტატისტიკა NBA.com-ზე | |
მედლები
|
პროფესიონალური კარიერა რედაქტირება
ბოსტონ სელტიქსი (2016-დღემდე) რედაქტირება
სადებიუტო სეზონი (2016-17) რედაქტირება
2016 წლის 23 ივნისს NBA-ის დრაფტზე ბოსტონ სელტიქსმა ჯეილენ ბრაუნი პირველი რუნდის მესამე პიკად აირჩია.[1] ზაფხულის ლიგის ექვს თამაშში ბრაუნი საშუალოდ აგროვებდა 16.0 ქულას, 6.2 მოხსნას და 2.3 ჩაჭრას. 27 ივლისს ბოსტონ სელტიქსთან გააფორმა პირველი კონტრაქტი.[2] ბრაუნის სადებიუტო შეხვედრა შედგა 27 ოქტომბრს სადაც 19 წუთში 9 ქულა (3/4) და 2 ბლოკი დააგროვა.[3] სასტარტო ხუთეულში პირველად 3 ნოემბერს, კლივლენდ კავალიერსის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოხვდა; აღნიშნულ მატში მან 19 ქულა დააგროვა ხოლო ბოსტონი ანგარიშით 122-128 დამარცხდა.[4] 2017 წლის 27 იანვარს, ორლანდო მეჯიკთან მოგებულ მატჩში (128-98) დააფიქსირა კარიერის უმაღლესი მაჩვენებელი — 20 ქულა.[5] ბრაუნი სელტიქსს აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველი ადგილის დაკავებაში დაეხმარა. რეგულარულ სეზონში მან 70 თამაშში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 20-ში სასტარტო ხუთეულში მოხვდა. იგი მოედანზე საშუალოდ 17.2 წუთს ატარებდა რა დროშიც 6.6 ქულას, 2.8 მოხსნასა და 0.8 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.[6] სეზონის ბოლოს დასახელდა NBA-ის ყველა ახალბედის მეორე გუნდის წევრად.[7]
კარიერული სტატისტიკა რედაქტირება
ლეგენდა | |||||
---|---|---|---|---|---|
GP | ნათამაშები თამაშები | GS | სასტარტოში იყო | MPG | დრო თითოეულ თამაშში (წუთებში) |
FG% | სროლის პროცენტი | 3P% | 3-ქულიანების სროლის პროცენტი | FT% | საჯარიმო სროლის პროცენტი |
RPG | მოხსნა თითოეულ თამაშში | APG | შედეგიანი გადაცემა თითოეულ თამაშში | SPG | ჩაჭრა თიოეულ თამაშში |
BPG | ბლოკი თითოეულ თამაშში | PPG | ქულა შითოეულ თამაშში | Bold | კარიერის უმაღლესი მაჩვენებელი |
NBA რედაქტირება
რეგულარული სეზონი რედაქტირება
წელი | გუნდი | GP | GS | MPG | FG% | 3P% | FT% | RPG | APG | SPG | BPG | PPG |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
2016–17 | ბოსტონი | 78 | 20 | 17.2 | .454 | .341 | .685 | 2.8 | .8 | .4 | .2 | 6.6 |
2017-18 | ბოსტონი | 70 | 70 | 30.7 | .465 | .395 | .644 | 4.9 | 1.6 | 1.0 | 0.4 | 14.5 |
2018-19 | ბოსტონი | 74 | 25 | 25.9 | .465 | .344 | .658 | 4.2 | 1.4 | .9 | .4 | 13.0 |
კარიაერის მანძილზე | 222 | 115 | 24.4 | .462 | .365 | .658 | 4.0 | 1.3 | .8 | .3 | 11.2 |
Playoffs რედაქტირება
წელი | გუნდი | GP | GS | MPG | FG% | 3P% | FT% | RPG | APG | SPG | BPG | PPG |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
2016–17 | ბოსტონი | 17 | 0 | 12.6 | .479 | .217 | .667 | 2.1 | .8 | .4 | .1 | 5.0 |
2017-18 | ბოსტონი | 18 | 15 | 32.4 | .466 | .393 | .640 | 4.8 | 1.4 | 0.8 | 0.6 | 18.0 |
2018-19 | ბოსტონი | 9 | 9 | 30.4 | .506 | .350 | .767 | 5.8 | 1.1 | .7 | .2 | 13.9 |
კარიაერის მანძილზე | 44 | 24 | 24.4 | .476 | .360 | .684 | 4.0 | 1.1 | .6 | .3 | 12.1 |
კოლეჯი რედაქტირება
წელი | გუნდი | GP | GS | MPG | FG% | 3P% | FT% | RPG | APG | SPG | BPG | PPG |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
2015–16 | კალიფორნია | 34 | 34 | 27.6 | .431 | .294 | .654 | 5.4 | 2.0 | .8 | .6 | 14.6 |
პირადი ცხოვრება რედაქტირება
ბრაუნი ვეგეტარიანელია. მისი ინტერესები მოიცავს ესპანური ენის, ისტორიის, მედიცინისა და ფილოსოფიის შესწავლას. აგრეთვე ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. ხშირად მას აღწერენ როგორც არაჩვეულებრის ათლეტს, რომელსაც კალათბურთის მიღმა მრავალი ამბიცია გააჩნია.[8]
ბრაუნის მამა, ქუენტონ მ. ბრაუნი არის პროფესიონალი მოკრივე რომელიც 2016 წელს გახდა WBU მსოფლიო ჩემპიონი, 2015 წელს — WBU C.A.M. მძიმეწონოსანთა ჩემპიონი.[9]
ბრაუნს აქვს YouTube არხი სადაც მან რამდენჯერმე გამოაქვეყნა დოკუმენტური სტილის ვიდეო, რომელიც ასახავს მის ცხოვრებას სეზონისა და მის შემდგომ პერიოდიში; პირველი ეპიზოდი, FCHWPO: Pawn to E4, გამოქვეყნდა 2017 წლის 31 იანვარს.[10] ვიდეოს სათაური მიგვითითებს მისი ჭადრაკისადმი სიყვარულზე. FCHWPO აგრეთვე არის მისი Twitter-ისა და Instagram-ის სათაური.[11]
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ Washburn, Gary. (June 23, 2016) Celtics formed a bond with Jaylen Brown. BostonGlobe.com. ციტირების თარიღი: June 27, 2016.
- ↑ Celtics Sign Five Players. NBA.com (July 27, 2016). ციტირების თარიღი: July 27, 2016.
- ↑ Thomas scores 25, Celtics fight off Nets 122-117. ESPN.com (October 26, 2016). ციტირების თარიღი: October 27, 2016.
- ↑ Cavaliers stay unbeaten with 128-122 win over Celtics. ESPN.com (November 3, 2016). ციტირების თარიღი: November 4, 2016.
- ↑ Thomas scores 21 as Celtics rout Magic 128-98. ESPN.com (January 27, 2017). ციტირების თარიღი: January 27, 2017.
- ↑ Jakubajtys, Logan. (June 11, 2017) Boston Celtics 2016-17 Player Report Card: Jaylen Brown. chowderandchampions.com. ციტირების თარიღი: June 22, 2017.
- ↑ Hartwell, Darren. (June 26, 2017) NBA All-Rookie Teams 2017: Celtics' Jaylen Brown Voted To Second Team. NESN.com. ციტირების თარიღი: June 26, 2017.
- ↑ Letourneau, Connor (March 8, 2016). „Cal’s Jaylen Brown has scholarly ambitions“. San Francisco Chronicle. ციტირების თარიღი: 12 August 2016.
- ↑ One-on- One with WBU World Champion Marselles Brown
- ↑ https://www.youtube.com/watch?v=ULT43_YP-pA
- ↑ http://www.celticslife.com/2016/06/dont-forget-that-jaylen-brown-said-he.html