ჯეიკობ ზუმა (ინგლ. Jacob Zuma, დ. 12 აპრილი 1942, ნკანდლა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი 1999-2005 წწ., ქვეყნის მმართველი პარტიის აფრიკის ეროვნული კონგრესის ხელმძღვანელი 2007 წლის 18 დეკემბრიდან. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2009 წლიდან 2018 წლის 14 თებერვლამდე.

ჯეიკობ ზუმა
ჯეიკობ ზუმა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 მაისი, 2009 – 14 თებერვალი, 2018
წინამორბედიკგალემა მოტლანტე
მემკვიდრესირილ რამაფოსა

დაბადებული12 აპრილი, 1942
ნკანდლა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
მეუღლე8
შვილები20
რელიგიაპროტესტანტიზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

მიეკუთვნება ზულუს ეთნიკურ ჯგუფს.

1959 წელს შეუერთდა აფრიკის ეროვნულ კონგრესს, ხოლო 1963 წელს — სამხრეთ აფრიკის კომუნისტურ პარტიას. 1975-1990 წწ. იმყოფებოდა ემიგრაციაში, ერთ-ერთი პირველი დაბრუნდა სამშობლოში, მას შემდეგ რაც მოეხსნა აკრძალვა აფრიკის ეროვნულ კონგრესს.

2009 წლის 6 მაისს პარლამენტმა 227 ხმით აირჩია ქვეყნის პრეზიდენტად.

2018 წლის 14 თებერვალს კორუფციაში დადანაშაულების შემდეგ გადადგა თანამდებობიდან.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ჯეიკობ ზუმა მრავალცოლიანია, ჰყავს 8 (მათ შორის 5 ოფიციალური) მეუღლე და 20 შვილი.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. International in Kürze. გაზეთში: Neue Zürcher Zeitung. № 31, 8. თებერვალი, 2010, გვ. 2 (გერმანული)