ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები

„ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები“ (თურქ. Cevdet Bey ve Oğulları) — 2006 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, თანამედროვე თურქი მწერლის ორჰან ფამუქის პირველი რომანი. გამოქვეყნდა 1982 წელს და ორჰან ქემალისა (გამოჩენილი თურქი პროზაიკოსი) და „მილეთის“ (ერთ-ერთი უმსხვილესი თურქული გაზეთი) პრემიები დაიმსახურა საუკეთესო რომანისათვის.

შინაარსი რედაქტირება

რომანში, ჩვეულებრივი თურქული ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების ფონზე, ასახულია თურქული საზოგადოების განვითარებისა და თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების რთული გზა. მოქმედება XX საუკუნის 20-იან წლებში იწყება და 70-იან წლებამდე გრძელდება, თუმცა წიგნში დასმული პრობლემები დღესაც აქტუალურია არა მხოლოდ თურქეთის, არამედ მთელი აღმოსავლური სამყაროსთვის.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება