ჯებელ-უვეინატი (არაბ. جبل العوينات) — ქედი ეგვიპტე-ლიბია-სუდანის საზღვარზე. სიმაღლე 1934 მ. მთა არქენუდან მდებარეობს დაახლოებით 40 კმ-ში. გეოლოგიური თვალსაზრისით იყოფა 2 ნაწილად: დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებად. პირველი ეროზირებულია, გაბატონებულია მასიური ინტრუზიული გრანიტები, რომლებიც განლაგებულია ბეჭდის სახით (დიამეტრი 25 კმ); მეორე — პალეოზოური ქვიშაქვების ერთობლიობაა. ქედის დასავლეთით ვრცელდება 3 ხეობა: კარკურ-ჰამიდი, კარკურ-იდრისი და კარკურ-იბრაჰიმი. უხვად არის პეტროგლიფები (ლომის, ჟირაფის, სირაქლემის, გაზელისა და ძროხის გამოსახულებანი).

ჯებელ-უვეინატი
ჯებელ-უვეინატი
ჯებელ-უვეინატი
კოორდინატები: 21°55′ ჩ. გ. 24°59′ ა. გ. / 21.917° ჩ. გ. 24.983° ა. გ. / 21.917; 24.983
ქვეყანა ეგვიპტის დროშა ეგვიპტე
ლიბიის დროშა ლიბია
სუდანის დროშა სუდანი
სიმაღლე 1934 
სიგრძე 30 კმ
სიგანე 25 კმ
ჯებელ-უვეინატი — სუდანი
ჯებელ-უვეინატი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება