ჯგანტია (მალტ. Ġgantija - გიგანტების კოშკი) — ნეოლითის პერიოდის მეგალითური სატაძრო კომპლექსი მალტის კუნძულ გოცოზე. ჯგანტიას ტაძრების სერია უძველესია მალტის სხვა მეგალითურ ტაძრებს შორის. მათმა შემქმნელებმა, ჯგანტიას ორი ტაძარი ნეოლითში, ძვ. წ. 3600-2500 წლებში აღმართეს. დღეისათვის, ეს 5500 წლოვანი ტაძრები მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი რელიგიური სტრუქტურებია, რომლებიც კი ოდესმე ადამიანის ხელს შეუქმნია. სხვა ანალოგიურ სტრუქტურებთან ერთად, ჯგანტია შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

მალტის მეგალითური ტაძრები: ჯგანტია, ჰაჯარ-კიმი, მნაიდრა და ტარშიენი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა მალტის დროშა მალტა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 36°03′00″ ჩ. გ. 14°16′08″ ა. გ. / 36.05000° ჩ. გ. 14.26889° ა. გ. / 36.05000; 14.26889
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1980  (მე-4 სესია)
ნომერი 132
გაფართოება 1992 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 132
ინგლ.რუს.ფრ.

აღმოეჩენილი ფიგურები და ქანდაკებები არქეოლოგებს აფიქრებინებს, რომ ტაძარი შესაძლოა ნაყოფიერების კულტს ეძღვნებოდა. ადგილობრივი, გოცოური ფოლკლორის თანახმად, ისინი გიგანტურმა ადამიანებმა აღმართეს და მათ ღმერთისადმი თაყვანიის საცემად იყენებდნენ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება