ჯასპერ ჯოუნზი, უმც. (Jasper Johns, Jr.; დ. 15 მაისი, 1930, აუგუსტა, ჯორჯია) — თანამედროვე ამერიკელი მხატვარი. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია "დროშა" (1954-55). მის შემოქმედებას ხშირად აღწერენ როგორც „ნეოდადაიზმს“ და არა როგორც „პოპარტს“ მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამუშევრების სუბიექტები თანამედროვე კულტურის ობიექტები და გამოსახულებებია.

დროშა (ფრაგმენტი). თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი). ეს სურათი გამოსახავს ჯოუნზის ადრეულ ხატვის ტექნიკას სქელი თხევადი ცვილით კოლაჟზე, რომელიც შექმნილია ნაპოვნი მასალით, როგორიცაა გაზეთი. თუმცა ნამუშევრის ამგვარი კონსტრუქცია ზოგადად თითქმის შეუმჩნეველია მისი ნამუშევრების რეპროდუქციებში.