ჯამშედპური (ჰინ. जमशेदपुर, ბენგ. জামশেদপুর) — ქალაქი ინდოეთში, უდიდესი ურბანული კონგლომერაცია და ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი ჯარხანდის შტატში. ჯამშედპური ინდოეთის მოწინავე ინდუსტრიული ქალაქია და იგი ინდუსტრიალისტმა ჯამშედჯი ტატამ დააარსა. მას ხშირად ფოლადის ქალაქსაც უწოდებენ.

ქალაქი
ჯამშედპური
ჰინ. जमशेदपुर
ბენგ. জামশেদপুর
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი ჯარხანდი
კოორდინატები 22°48′00″ ჩ. გ. 86°11′00″ ა. გ. / 22.80000° ჩ. გ. 86.18333° ა. გ. / 22.80000; 86.18333
დაარსდა 1919
ფართობი 149,23 კმ²
ცენტრის სიმაღლე 159
ოფიციალური ენა ჰინდი ენა და ინგლისური ენა
მოსახლეობა 1 337 131 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1 404 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი +0657
საფოსტო ინდექსი 831001
ოფიციალური საიტი http://www.tatanagar.com/
ჯამშედპური — ინდოეთი
ჯამშედპური

ქალაქის მოსახლეობა 2011 წლის მონაცემებით 1 337 131 ადამიანია და ამ მხრივ ის მესამეა აღმოსავლეთ ინდოეთში კოლკატისა და პატნას შემდეგ. ინდოეთის იმ 53 ქალაქს შორის, რომელთა მოსახლეობაც 1 მლნ-ს აღემატება, იგი 36-ე ადგილზეა.[1] მდებარეობს ჩჰოტა-ნაგპურის პლატოზე და გარსშემორტყმულია პეიზაჟური დალმას ბორცვებით. ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებს ესაზღვრებიან მდინარეები — სუბარნარეხა და ხარკაი.

ჯამშედპური აღმოსავლეთ ინდოეთის მთავარი ინდუსტრიული ცენტრია. აქ განთავსებულია მრავალი სამრეწველო საწარმო, ასევე უდიდესი ინდური სამრეწველო ზონა ადიტიაპური, რომელიც 1 200 პატარა თუ საშუალო ზომის წარმოებას მოიცავს.

ინდოეთის მთავრობამ, 2010 წლის მოხსენებაში ჯამშედპური ქვეყნის მე-7 ყველაზე სუფთა ქალაქად დაასახელა.[2] 2007 წლის მოხსენებაში, იგი ინდოეთის მე-7 უმდიდრესი ქალაქი იყო. ასევე, მიჩნეულია 2006-2020 წლების მსოფლიოში 84-ე ყველაზე სწრაფად მზარდ ქალაქად.[3]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება