ჯაკობა

მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ჯაკობა, ჭაობამდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში, სამურზაყანოს დაბლობზე. ერთვის შავ ზღვას. სიგრძე 10 კმ, აუზის ფართობი 24 კვ.კმ. სათავე აქვს ბებესირის ტბაში 15,9 მ სიმაღლეზე. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით, აგრეთვე ტბის წყლით. იცის წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 0,85 მ³/წმ.

ჯაკობა
სხვა სახელი ჭაობა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები გალის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა)
სათავე ბებესირის ტბა
სათავის სიმაღლე 15,9 მ
შესართავი შავი ზღვა
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 10 კმ
აუზის ფართობი 24 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 0,85 მ³/წმ
ჯაკობა — საქართველო
ჯაკობა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
— სათავე, — შესართავი

ლიტერატურა რედაქტირება