ჯავახები, ძვ. ქართული ჯავახნიქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ნაწილობრივ ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ისტორიულ ჯავახეთში.

ახალქალაქელი ჯავახის ოჯახი, 1896 წ.
ქართული ენის ჯავახური დიალექტი, თბილისი, 1984

საუბრობენ ქართული ენის ჯავახურ დიალექტზე.[1] ამჟამად მათი ოდენობა ჯავახეთის მხარეში დაახლოებით 5 000-მდეა. „ჯავახ“ ეთნონიმი იქცა ანთროპონიმად (შეადარეთ ივერი, იმერი, კახი, და სხვ.); ჯავახი (უსუფიქსოდ) არის გვარიც.

ისტორიული წყაროები რედაქტირება

ჯავახნი, თორელებთან ერთად, იხსენიებიან ჟამთააღმწერელის ასწლიან მატიანეში, როგორც ნაწილი „ყოველთა ქართველთა“:[2]

 
„და წარიტანეს თანა მეფე გიორგი საბერძნეთს, და ვერ წინააღუდგეს ფარმანიანნი ლაშქართა მათ ერთ წელ, და ყოველნი მას შინა მყოფნი ქართველნი მოსცა მეფესა გიორგის. იახლნეს ჯავახნი და თორელნი, რაოდენნი ყვეს, და სადაცა ილაშქრიან და შეიბნიან ციხეთა ზედა, მუნ მჴნედ მბრძოლად გამოჩნდის მეფე გიორგი, და მის თანა ყოველნი ქართველნი.“

ვახუშტი ბატონიშვილი ჯავახებს ასე ახასიათებს:[3]

 
„კაცნი და ქალნი მგზავსნი ქართლის გლეხთა, ტანოვანნი, შუენიერ-ჰაეროვანნი, უსაქციელონი ბრიყუნი; სარწმუნოებით გლეხნი ჯერეთ ქრისტეანენი სრულიად, არამედ არღარა უვისთ მწყემსი ეპისკოპოზი, გარნა ჰყავთ მღუდელნი ქართველნი. ენა აქუსთ ქართული, და უწყიან მოთავეთა თათრულიცა დამჭირნეობისათვის ოსმალთა.“

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

რუსულ ენაში ჯავახებისთვის არ დამკვიდრებულა ერთი მყარი შესატყვისი და იქ შეიძლება შეგხვდეთ ფორმები: Джавахи,[4] Джавахы,[5] Джавахетинцы, Джавахцы.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ზედგინიძე გიორგი, თორელ-ჯავახთა და ჯაყელ-მესხთა საკითხისათვის (თორელთა და ჯაყელთა გვარის წარმოშობა ისტორიული წყაროების მიხედვით), „ლიტერატურული მესხეთი“, 2003, ოქტომბერი, გვ.6-7.
  • თოფჩიშვილი როლანდ, სად წავიდა ჯავახეთის ქართული მოსახლეობა : ჯავახეთის მოსახლეობის მიგრაცია XVII-XIX სს. - თბილისი: მემატიანე, 2000. - 72გვ.

სქოლიო რედაქტირება

  1. მარტიროსოვი, ქართული ენის ჯავახური დიალექტი, ტექსტები, თბილისი, 1984
  2. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტ. II, გვ. 324
  3. ვახუშტი ქართველების შესახებ
  4. Хаханова А.С. Празднование Нового Года у грузин // Этнографическое обозрение, книга I, Москва, 1839
  5. Паата Рамишвили, Рецензия на книгу: “Очерки истории стран Южного Кавказа: мультиперспективный взгляд на историю” (издательство “Эдит Принт”, Ереван 2009). Перекрестный анализ «Очерков истории стран Южного Кавказа», ISBN 978-9939-51-150-4, Ер.: Эдит Принт, 2011, ст. 225