ჯაბრაილ აზადალიევი

ჯაბრაილ აზადალიევი აბდულალი ოღლუ (აზერ. Azadəliyev Cəbrayıl Əb­­­­­dü­ləli oğlu) (დ. 29 ნოემბერი, 1935, მაჰმუდლუ, გაფანის რაიონი) — აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გეოლოგიისა და გეოფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელი, გეოლოგიისა და მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ჯაბრაილ აზადალიევი
დაბადების თარიღი 29 ნოემბერი, 1935
გეტიშენი, კაფანის რაიონი, სომხეთის სსრ, ასფსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 11 თებერვალი, 2022 (86 წლის)
ეროვნება აზერბაიჯანელი
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა გეოლოგი

ბიოგრაფია რედაქტირება

ჯაბრაილ აზადელიევი დაიბადა 1935 წლის 29 ნოემბერს სომხეთის სსრ გაფანის რაიონის სოფელ მაჰმუდლუში. საშუალო განათლება მიიღო სოფელ გიღის სკოლაში, რომელც წარჩინებით დაამთავრა. სკოლის დასრულების შემდეგ ჩააბარა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ახლანდელი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი) „გეოლოგიისა და გეოგრაფიის“ ფაკულტეტზე.

1959 წლის ივნისში აკადემიკოს მ.ა. გაშგაის პირადი ინიციატივით დაინიშნა აზერბაიჯანის ეროვნული აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში (ამჟამად გეოლოგიისა და გეოფიზიკის ინსტიტუტი). 1961 წელს მუშაობდა სრულ ასპირანტად, შემდეგ უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, მოგვიანებით კი უფროსი მკვლევარად.

1986 წლიდან ხელმძღვანელობდა „მეტასომატიზმისა და მინერალიზაციის“ განყოფილებას. 1967 წლიდან მუშაობს ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალური გეოლოგიის კათედრაზე. 1999 წლიდან არის კათედრის პროფესორი.

პროფესორი ჯაბრაი აზადალიევი 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება