ჯაბა კანკავა (დ. 18 მარტი, 1986, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, ბრატისლავას „სლოვანისა“ და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი.

ჯაბა კანკავა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჯაბა კანკავა
დაბადების
თარიღი
18 მარტი, 1986 (1986-03-18) (38 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 176 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სლოვანი ბრატისლავა
ნომერი 20
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2003–2004 დინამო თბილისი 14 (0)
2005 ალანია ვლადიკავკაზი 12 (0)
2005–2006 არსენალი კიევი 24 (4)
2007–2015 დნიპრო 91 (4)
2010–2012   კრივბასი 39 (2)
2015–2017 რეიმსი 47 (0)
2018–2020 ტობოლი 76 (4)
2021 ვალენსიენი 14 (0)
2021– სლოვანი ბრატისლავა 69 (3)
ეროვნული ნაკრები
2002 საქართველო 17 წლ. 3 (0)
2003 საქართველო 19 წლ. 3 (0)
2004–2005 საქართველო 21 წლ. 5 (0)
2004–2024 საქართველო 101 (10)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 19 მარტი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 21 მარტი, 2024

კარიერა რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

ჯაბა კანკავამ საკლუბო კარიერა დაიწყო 2004 წელს, თბილისის „დინამოში“, სადაც მწვრთნელად ახალი დანიშნული იყო გიორგი გეგუჩაძე, რომელიც აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებდა და კანკავაც ამ გუნდის წევრი გახდა. იმ სეზონში კლუბთან ერთად საქართველოს თასის მფლობელი გახდა, ასევე წარმატებით იასპარეზა ევროტურნირებზე, პრაღის „სლავიას“ წინააღმდეგ მის მიერ გატანილმა გოლმა „დინამოს“ შემდეგი ეტაპის საგზური მოუტანა, რომლის გავლის შემდეგაც საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი უეფას რანგით მეორე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. „დინამოში“ წარმატებული სეზონის შემდეგ კანკავა ვლადიკავკაზის „ალანიაში“ გადავიდა, სადაც 12 მატჩი ჩაატარა. 2005 წლის სეზონის შემდეგ ქართველი ნახევარმცველი უკრაინაში გადავიდა, კერძოდ კიევის „არსენალში“, სადაც 24 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. 2007 წლიდან ჯაბა დნეპროპეტროვსკის „დნიპროში“ ჩაირიცხა, სადაც სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. „დნიპროში“ ახალგადასული ჯაბა პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში დააყენეს,მაგრამ კიევის „დინამოსთან“ ჩატარებულ შეხვედრაში იმდენად ეუხეშა მეტოქეს, რომ მოედნიდან გააძევეს და მას შემდეგ გარკვეული პერიოდი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. 2007 წლის ბოლოს, როგორც კი თავის გამოჩენის შანსი მიეცა, ჩინებულად გამოიყენა და უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთი ტურის გმირად აღიარეს. ამ პერიოდში კანკავა მხოლოდ 22 წლის იყო და ძალიან წარმატებულად ატარებდა კარიერას. 2007-08 წლის სეზონში სულ ჯაბამ 22 მატჩში 3 გოლი გაიტანა ,ხოლო 2008-09 წლის სეზონში 3 მატჩი და 0 გოლი. 2009 წელს ქართველმა ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო და თამაში მხოლოდ 2010 წლის დასაწყისში განაახლა. 2011 წლის თებერვლიდან 2012 წლის აგვისტომდე იჯარის წესით განათხოვრებული იყო კრივოი-როგის „კრივბასში“, შემდეგ დაბრუნდა „დნიპროში“ და იყო მისი კაპიტანი.

2014 წლის 30 მარტს, კიევის „დინამოს“ წინააღდეგ ჩატარებული მატჩის მიმდინარეობისას, მოწინააღმდეგეთა კაპიტანს, ოლეგ გუსევს, თავის ტრავმის გამო ენა სასუნთქ მილში გაეჩხირა, ჯაბა კანკავამ მისი სიცოცხლე გადაარჩინა.[1]

სანაკრებო რედაქტირება

ჯაბა კანკავა ეროვნულ ნაკრებში 2005 წლიდან თამაშობს. მისი დებიუტი შედგა ყაზახეთის წინააღმდეგ. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კანკავამ მხოლოდ 2 მატჩი, სულ კი ნაკრებში 101 მატჩი ჩაატარა. ერთ-ერთ მატჩში წითელი ბარათიც მიიღო ანდრეა პირლოსთან ორთაბრძოლისას. მისი მეასე მატჩი იყო 2021 წლის 9 ოქტომბერს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ.

ტიტულები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Dnipro's Jaba Kankava saves Kiev captain's life after he swallows tongue, საინფორმაციო სააგენტო „The Guardian“, 31 მარტი, 2014.