ხუსტისიალისტური პარტია

ხუსტისიალისტური პარტია (ესპ. Partido Justicialista, PJ) — პერონისტული პარტია არგენტინაში, პერონისტული მოძრაობის მთავარი ძალა. პარტიის წევრია ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდესი, ამავე პარტიის რიგებიდან იყვნენ ყოფილი პრეზიდენტები ნესტორ კირხნერი და ედუარდო დუალდე. არგენტინის დეპუტატთა პალატაში 257 ადგილიდან პარტია ფლობს 116 მანდატს. ასევე უმრავლესობაშია სენატში, 42 მანდატი 72-დან. 24 პროვინციის გუბერნატორიდან 16 ხუსტისიალისტური პარტიის წევრია.

Partido Justicialista
ხუსტისიალისტური პარტია
Partido Justicialista ხუსტისიალისტური პარტია
ხელმძღვანელობა
ლიდერი დანიელ სციოლი
ისტორია
დაფუძნდა 1947
პოზიციები
იდეოლოგია პერონიზმი, ნაციონალიზმი
საერთაშორისო კავშირები
საერთაშორისო აკრედიტაცია ცენტრისტული დემოკრატიული ინტერნაციონალი
ფერები ცისფერი, თეთრი
შტაბ-ბინა 130 Matheu Street ბუენოს-აირესი, არგენტინა

პარტია დააარსეს ხუან და ევიტა პერონებმა 1947 წელს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

პარტიის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2009-01-26 საიტზე Wayback Machine.