ხუნდისუბანისოფელი საქართველოში, ქარელის მუნიციპალიტეტში (თიღვის თემი). 1991 წლამდე შედიოდა ზნაურის რაიონის შემადგენლობაში. მდებარეობს მდინარე შუა ფრონის (დასავლეთის ფრონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 810 მეტრი, ყორნისიდან 1,5 კილომეტრი.[1] შიდა ქართლის 1955 წლის დაზვერვითმა ექსპედიციამ ხუნდისუბანში მიაკვლია გვიანი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორას.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 516.
  2. გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989. — გვ. 8, ISBN 5-520-00154-5.