ხუგასთის ეკლესიის ნანგრევი

ხუგასთის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის ცხინვალის რეგიონში, სოფელ ხუგასთაში, სასაფლაოზე. აგებულია გვიანი შუა საუკუნეებში.

მცირე ზომის დარბაზული ეკლესია ნაგებია რიყის ადაფლეთილი ქვით დუღაბზე. ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშაა. აბსიდი დარბაზისაგან მხრებით გამოიყოფა. ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კედლების სიმაღლე 1-2 მეტრს აღწევს. სამხრეთი კედლის მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი. ჩამონგრეულია დასავლეთი კედელი. შესასვლელი არიკითხება. ეკლესიაში მიწის დონე აწეულია. ტერიტორიაზე ყრია ჩამონაშალი ქვა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 264, გვ. 264