ხუან კარლოს ფერერო

ხუან კარლოს ფერერო დონატი (ესპ. Juan Carlos Ferrero Donat; დ. 12 თებერვალი, 1980, ონტენიენტე, ესპანეთი) — ესპანელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.

ხუან კარლოს ფერერო

ფერერო 2011 წელს
სრული სახელი ხუან კარლოს ფერერო დონატი
მშობლიური სახელი Juan Carlos Ferrero Donat
ქვეყანა (სპორტი) ესპანეთის დროშა ესპანეთი
საცხოვრებელი ადგილი ვილიენა, ესპანეთი
დაიბადა 12 თებერვალი, 1980 (1980-02-12) (44 წლის)
ონტენიენტე, ესპანეთი
სიმაღლე 183 სმ.
პროფესიონალი 1998
კარიერა დაასრულა 2012
თამაში მემარჯვენე
ფულადი პრიზი 13,992,895 აშშ დოლარი
ოფიციალური საიტი juancarlosferrero.com
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 479–262 (64.64%)
ტიტულები კარიერაში 16
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (8 სექტემბერი, 2003)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა ნახევარფინალი (2004)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (2003)
უიმბლდონი მეოთხედფინალი (2007, 2009)
აშშ-ის ღია პირველობა ფინალი (2003)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი ფინალი (2002)
ოლიმპიური თამაშები მეოთხედფინალი (2000)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 6–24 (20%)
ტიტულები კარიერაში 0
უმაღლესი რეიტინგი 198-ე (3 თებერვალი, 2003)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 1რ (2004, 2005)
უიმბლდონი 1რ (2002, 2003)
აშშ-ის ღია პირველობა 1რ (2006)
გუნდური შეჯიბრები
დეივისის თასი გამარჯვება (2000, 2004, 2009)
ბოლოს განახლდა: 26 ნოემბერი 2017.

ფერეროს 1 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 2003 წელს, მან საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში ნიდერლანდელი მარტინ ვერკერკი 3 სეტში დაამარცხა[1]. ესპანელს ასევე 4 მასტერსის ტურნირი აქვს მოგებული. ჯამში ფერერომ კარიერაში ATP-ის 16 ტურნირი მოიგო ერთეულებში. იგი 8 კვირის განმავლობაში იკავებდა ჩოგბურთელთა რეიტინგში პირველ ადგილს. სანაკრებო დონეზე, მან სამჯერ მოიგო დეივისის თასი ესპანეთის ნაკრებთან ერთად.

ფერერომ კარიერა 2012 წელს დაასრულა[2].

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ფერერომ 7 წლის ასაკში დაიწყო ჩოგბურთის თამაში, მამასთან ედუარდოსთან ერთად. ჰყავს ორი და – ანა და ლაურა. ხუან კარლოსის დედა როზარიო, რომელიც ჩოგბურთისადმი სულისჩამდგმელი იყო ხუანისთვის, კიბოსგან გარდაიცვალა, როდესაც ხუანი 17 წლის იყო. ფერეროს ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი, რომელიც წყვილს 2014 წლის სექტემბერში შეეძინა[3].

ბავშვობაში მისი ფავორიტი ჩოგბურთელი ამერიკელი ჯიმ კურიე იყო, რომელმაც კარიერაში 4 დიდი სლემის ტურნირი მოიგო. ფეხბურთში „რეალ მადრიდს“ გულშემატკივრობს. უყვარს მანქანებისა და მოტოციკლების შეგროვება. ფერერო ფლობს საკუთარ საჩოგბურთო აკადემიას, სადაც 14-დან 21-წლამდე ახალგაზრდები ვარჯიშობენ. ასევე ესპანელი რამდენიმე სასტუმროს და რესტორნის მფლობელია[4].

სტატისტიკა და მიღწევები რედაქტირება

დიდი სლემის ტურნირების ფინალები: 3 (1–2) რედაქტირება

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი 2002 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა   ალბერტ კოსტა 1–6, 0–6, 6–4, 3–6
გამარჯვება 2003 საფრანგეთის ღია პირველობა (1) თიხა   მარტინ ვერკერკი 6–1, 6–3, 6–2
მარცხი 2003 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი   ენდი როდიკი 3–6, 6–7(2–7), 3–6

ATP-ის მსოფლიო ტურის ფინალი: 1 (0–1) რედაქტირება

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი 2002 ჩოგბურთის მასტერსის თასი, შანხაი ჰარდი (დ)   ლეიტონ ჰიუიტი 5–7, 5–7, 6–2, 6–2, 4–6

(დ) – დახურული კორტი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Destiny fulfilled for Ferrero“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 26 ნოემბერი 2017.
  2. „Juan Carlos Ferrero to retire from tennis after Valencia Open“. bbc.com. ციტირების თარიღი: 26 ნოემბერი 2017.
  3. „Former World No. 1 Juan Carlos Ferrero Becomes A Father“. tennisworldusa.org. ციტირების თარიღი: 26 ნოემბერი 2017.
  4. „Juan Carlos Ferrero bio“. atpworldtour.com. ციტირების თარიღი: 26 ნოემბერი 2017.