ხუან კარლოს ვარელა
ხუან კარლოს ვარელა როდრიგესი (ესპ. Juan Carlos Varela Rodríguez; დ. 12 დეკემბერი 1963, პანამა, პანამა) — პანამელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, ვიცე-პრეზიდენტი 2009 წლის 1 ივლისიდან, ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი. თანამდებობას დაიკავებს 2014 წლის 1 ივლისს.
ხუან კარლოს ვარელა | |
პანამის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 1 ივლისი, 2014 (არჩეული) |
ვიცე-პრეზიდენტი | ისაბელ საინტ მალო |
წინამორბედი | რიკარდო მარტინელი |
პანამის ვიცე-პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ივლისი, 2009 – დღემდე | |
პრეზიდენტი | რიკარდო მარტინელი |
წინამორბედი | სამუელ ლევის ნავარო |
მემკვიდრე | ისაბელ საინტ მალო (არჩეული) |
დაბადებული | 12 დეკემბერი, 1963 პანამა, პანამა |
პოლიტიკური პარტია | პანამელების პარტია |
მეუღლე | ლორენა კასტილიო |
შვილები | 3 |
განათლება | ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი |
რელიგია | კათოლიკე |
ბიოგრაფია რედაქტირება
ხუან კარლოს ვარელა დაიბადა პანამის დედაქალაქში. მისი ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ერერას პროვინციაში. კოლეჯის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო ჯორჯიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, სადაც 1985 წელს მიიღოსამრეწველო მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი[1]. 1985 წელს ვარელა გახდა საოჯახო ფირმის „Varela Hermanos“ წევრი და 2008 წლამდე ასრულებდა აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას.
1990-იან წლებში დაიწყო პოლიტიკური კამპანია. 2008 წელს იყო პრეზიდენტობის კანდიდატი. 2009 წელს დაიკავა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა ხმების 39,15% და 2014 წლის 1 ივლისს ჩაიბარებს ქვეყნის მეთურის სავარძელს.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- პანამის ვიცე-პრეზიდენტი.
- ბიოგრაფია დაარქივებული 2009-01-26 საიტზე Wayback Machine.