ხოსე სანხურხო (ესპ. José Sanjurjo y Sacanell, 1st Marquis of the Rif; დ. 28 მარტი, 1872, ნავარა, ესპანეთი – გ. 20 ივლისი, 1936, ეშტორილი, პორტუგალია) — ესპანელი სამხედრო, გენერალი და ესპანეთის ფაშისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რესპუბლიკელთა წინააღმდეგ ამბოხების ერთ-ერთი ორგანიზატორი.

ხოსე სანხურხო

თავდაპირველად ამბოხებას სწორედ ის ხელმძღვანელობდა, თუმცა 20 ივლისს პორტუგალიიდან ესპანეთში მიმავალი სანხურხო საავიაციო კატასტროფაში დაიღუპა. ამბოხების წინამძღოლობა კი ფრანსისკო ფრანკოს ხელში გადავიდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება