ხოსე მარია დე პერედა

ხოსე მარია დე პერედა (ესპ. José María de Pereda; დ. 6 თებერვალი, 1833, პოლანკო — გ. 1 მარტი, 1906, პოლანკო) — ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული რომანისტი.

ხოსე მარია დე პერედა
დაბადების თარიღი 6 თებერვალი, 1833(1833-02-06)[1]
დაბადების ადგილი სანტანდერი
გარდაცვალების თარიღი 1 მარტი, 1906(1906-03-01)[1](73 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანტანდერი[2]
საქმიანობა ჟურნალისტი, მწერალი[3] , პოლიტიკოსი და რომანისტი
ენა ესპანური ენა
მოქალაქეობა ესპანეთი
ჟანრი რომანი
Magnum opus El sabor de la tierruca, Tipos y paisajes და Al primer vuelo
ჯილდოები ალფონს XII-ის ორდენის დიდი ჯვარი
შვილ(ებ)ი

ბიოგრაფია რედაქტირება

შემოქმედება რედაქტირება

პერედა თავის შემოქმედებაში იგი მშობლიური მხარის ყოფა-ცხოვრების მართალ სურათებს ხატავდა. რომანებში აღწერდა ჩამორჩენილი და გაუნათლებელი გლეხების მძიმე მდგომარეობას, რომელთაც სძულდათ კაპიტალიზმი, თავისი უბედურების ახალი მიზეზი, და ნუგეშს რელიგიაში ეძებდნენ. გარდა ამისა პერედას შემოქმედებაში გამოსჭვივის გლეხთა დემოკრატიული განწყობილებაც. მის რომანებს შორის აღსანიშნავია მეთევზეთა მძიმე ცხოვრების ამსახველი „სოტილესი“ (1884).

პერედამ მის მიერ დაწერილი რომანები და ნარკვევები შეაგროვა და ორ წიგნად გამოსცა: „მთის სცენარი“ (1864) და „ტიპები და პეიზაჟები“ (1871). მოთხრობებსა და ნარკვევებში პერედა გვევლინება როგორც რეალისტი მწერალი, რომელიც მსუბუქი ირონიითა და მხატვრული სიძლიერით ხატავს მშობლიური კუთხის მართალ სურათებს: გაღატაკებულ დიდგვაროვან პირებს თუ გამდიდრებულ გლეხებს, სოფლის ხელისუფალთა თვითნებობას და ახალგაზრდა გლეხების სატრფიალო, ლირიკულ სცენებს.

სქოლიო რედაქტირება