ხორვატული ხელოვნება

ხორვატული ხელოვნება — წარმოადგენს სახვით ხელოვნებას ხორვატიაში, შუა საუკუნეებიდან დღემდე. ადრეულ შუა საუკუნეებში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ხორვატია ხელოვნების და არქიტექტურის მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. ბევრი ხორვატი ხელოვანი მოღვაწეობდა შუა საუკუნეებში, ხოლო რენესანსის პერიოდში ხორვატული კულტურა განიცდიდა მნიშნელოვან აღმასვლას.

ავტო-პორტრეტი ძაღლთან ერთად (Autoportret sa psom), მიროსლავ კრალევიჩი (1910) თანამედროვე გალერეა, ზაგრები.

თანამედროვე ხელოვნების ისტორია ხორვატიაში იწყება პარიზიდან პოსტიმპრესიონისტური იდეების შემოსვლით.[1] 1920-იანებში ავანგარდულმა ჯგუფებმა ხელოვნებაში ეროვნული თემატიკა შეიტანეს,[2] ხოლო 30-იანებში უფრო მარტივი კლასიკური ფორმები დაბრუნდა.[3]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იუგოსლავიის ფარგლებში სოციალურმა რეალიზმმა ვერ მოიკიდა ფეხი, სამაგიეროდ აქტუალური იყო გეომეტრიული აბსტრაქცია.[3] 70-იანებში განვითარდა ფიგურატიული ხელოვნება,[4] ხოლო 80-იანებში ისევ დაბრუნდა ტრადიციული ხატვის ფორმები დასახეები.[4]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Croatian Art History: An Overview. Croatian Ministry of Foreign Affairs and European Integrations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 20 June 2010.
  2. Irina Subotić (Spring 1990), Avant-Garde Tendencies in Yugoslavia, Art Journal, Vol. 49, No. 1, From Leningrad to Ljubljana: The Suppressed Avant-Gardes of East-Central and Eastern Europe during the Early Twentieth Century, College Art Association, pp. 21–27
  3. 3.0 3.1 Davor Matičević. (October 1991) Identity Despite Discontinuity. International Contemporary Art Network (I-CAN). ციტირების თარიღი: 22 June 2010.
  4. 4.0 4.1 Umjetnost 20. st. u hrvatskoj Croatian. Scribd. ციტირების თარიღი: 12 March 2011.