ხორეზმული ენა — საშუალო ირანულ ენათა ჩრდილო-აღმოსავლური ჯგუფის ენა.

ჩვენამდე მოაღწია ცალკეულმა წარწერებმა მონეტებსა და ჭურჭლებზე. ხორეზმული ტექსტის ფრაგმენტები გვხვდება ალ-ღაზმინის შრომაში „ქუნიათ ალ-მუნია“ (დაწერილია არაბულ ენაზე XIII საუკუნეში), ტექსტს დართულილ აქვს XIV საუკუნით დათარიღებული ხორეზმულ სიტყვათა ლექსიკონი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვ. წ. III საუკუნის ხორეზმული დოკუმენტები, რომლებიც აღმოჩენილია თოფრაქყალაში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჩხეიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 499.
  • Фрейман А. А., Хоресмский язык, [ч.] 1, М.-Л.,1951